ბლეიკ ლაივლი არაჩვეულებრივად გამოიყურება, თუმცა ამსხვრევს სტერეოტიპს, რომ ეს მხოლოდ გენების დამსახურებაა. მეორე ორსულობის დროს მან წონაში საგრძნობლად მოიმატა. 2016 წლის 28 სექტემბერს ქალიშვილი ინესი გაუჩნდა, მომატებულმა წონამ კი 28 კილოგრამს მიაღწია. 14 თვის განმავლობაში პირად მწვრთნელთან ერთად, ლაივლი თავდაუზოგავად ვარჯიშობდა, რათა თავის ფორმას დაბრუნებოდა. ახლა სიამაყით ავრცელებს შედეგს:
30 წლის მსახიობმა ფიტნეს ინსტრუქტორთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: "თითქოს შეუძლებელია ზედმეტი 28 კილო დაიკლო, რომელიც ორსულობისას მოგემატა, ათვალიერებ სოციალურ ქსელებში მოდელების ფოტოებს საცურაო კოსტიუმებით და გიკვირს, რომ მათ არ ჰგავხარ. მადლობა შენ, დონ სალადინო, რომ ჩემი სხეულის ფორმები დამიბრუნე. 10 თვე დამჭირდა, რომ მომემატებინა, ხოლო 14 იმისთვის, რომ ზედმეტ კილოგრამებს გამოვთხოვებოდი. ვამაყობ შენით!"
ბლეიკი მეორე ორსულობამდე:
მეორე ორსულობისას:
მეორე ორსულობის შემდეგ:
ახლა: