"45 წლის ასაკში ცხოვრება ჯერ კიდევ იწყება" - ეს გვინეტ პელტროუს დევიზია, რომელიც ახლახანს დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ მსახიობს თავის ასაკზე გაცილებით უმცროსის შეხედულება აქვს. საქმე არამხოლოდ გენეტიკაში, არამედ თავის მოვლაში, სწორ კვებასა და რეგულარულ ფიზიკურ დატვირთვაშია. თუმცა, ხანდახან გვინეტიც აძლებს თავს სისუსტეების უფლებას: "როცა საღამოს, სახლში ვბრუნდები, პატარა ჭიქა ვისკიზე უარს ვერ ვამბობ."
ახლახანს პელტროუმ გაამხილა, თუ როგორ გამოიყურება მისი რიგითი საღამო:
"6:30-ზე ვვახშმობ. შემდეგ დროს შვილებთან ერთად ვატარებ. შხაპს ვიღებ და 9:30-ზე ვწვები. მიყვარს გამოძინება. დიდი ხანი ვიცხოვრე ლონდონში, სადაც ცხელი აბაზანა ერთადერთი ხერხი იყო ინგლისური ზამთარი გადაგეგორებინა. მას მერე ყოველდღიური აბაზანის მიღება ჩვევად მექცა. წყალს ვამატებ ზეთს და მარილს. არომათერაპიის ფანი ვარ. სახის კრემს ვისმევ და იქამდე ვაჩერებ, სანამ სახე ვარდისფერ შეფერილობას არ მიიღებს. თუ სადმე გასვლას ვაპირებ, ტუჩის ბალზამს ვისმევ."