2018 წლის კოლექციების ჩვენებაზე დიზაინერებმა მაკიაჟის ტრენდები წარმატებულად წარმოადგინეს. პოდიუმზე ვიხილეთ გოგონები, რომლებიც ამ წლის გაზაფხული-ზაფხულის სილაამზის ხერხებს გვთავაზობდნენ.
ბრჭყვიალა ტუჩსაცხი
პარიზის მოდის კვირეულზე მოდელების უმრავლესობა ან ბუნებრივი მაკიაჟით, ან საერთოდ მის გარეშე გამოვიდა. ერთადერთი აქცენტი, რომელიც ვიზაჟისტებმა ტრენდად აღიარეს, ნაზი ტუჩებია. ბრჭყვიალა გამჭვირვალე ტუჩსაცხი მომავალი გაზაფხულის ჰიტი იქნება.
ნათელი სახე
ნათელი სახის ეფექტი მოდის უკანასკნელ კვირეულებზე ბევრმა ვიზაჟისტმა წარმოადგინა. მათ შორის Givechy-მ და Veronique Leroy-მ. საბოლოოდ, მივიღეთ სახე, რომლის გარკვეული ნაკვთები გამოირჩევა – ცხვირი, ღაწვები, ზედა ტუჩსა და ცხვირს შორის არსებული სივრცე.
გადავარცხნილი წარბები
ბევრმა ვიზაჟისტმა გადაწყვიტა, რომ მაკიაჟში მთავარი როლი კვლავ წარბებს ეთამაშა. თუმცა ამჯერად წარბების შეღებვა არ უცდიათ – უბრალოდ შუბლისკენ დავარცხნეს და ზეთით ან გელით გამოკვეთეს. მაკიაჟის დანარჩენი ნაწილი ნეიტრალური რჩება.
თვლები
თვლებისგან შექმნილი ხაზებით Dries Van Noten ის შოუზე მოვიხიბლეთ. ეს იყო ერთადერთი აქცენტი, რომელიც ბრენდმა მაკიაჟზე გაამახვილა. მოდელებს გამჭვირვალე თვლები ტუჩებზე და თვალების გარშემო ჰქონდათ დამაგრებული.
კონტურის ხაზები
გამოკვეთილი შავი ხაზები თანდათან უფრო გრაფიკულობას და შემოქმედებითობას იძენს. Lanvin-სა და Miu Miu-ს ჩვენებებზე მკვეთრი ხაზები ქუთუთოს ბოლომდე გრძელდება და წამწამებსაა აცდენილი.
მოხატული თვალები
Dior-ის ვიზაჟისტმა – პიტერ ფილიპსმა შემოგვთავაზა წამწამები, რომელსაც კონტურად მთლიანად შავი ტუში გასდევს.
ტუჩები Negative Space
ორი წლის წინ ტუჩებზე ომბრეს ეფექტი საკმაოდ პოპულარული გახდა. ახლა Negative Space-ის ჯერი დადგა. დიზაინი, რომლის განვითარება ლაქის ხელოვნებაში დაიწყეს, ტუჩების მაკიაჟში პეტ მაკგრატმა წარმოადგინა.