როგორ უვლიან თავს მოდის სამყაროს გამოჩენილი და მისაბაძი წარმომადგენლები:
ვივიენ ვესტვუდი
76 წლის ბრიტანელი მეამბოხე საკუთარ თავთან დამოკიდებულებაშიც კი რადიკალურია. The Guardian-ის ინტერვიუში დიზაინერმა განაცხადა, რომ ხშირად დაბანა საჭირო არაა. ის კვირაში მხოლოდ ერთხელ იბანს. ვივიენის მორიგი წესია: არანაირი მზე. ერთხელ გამოტყდა, რომ შხაპს იმ წყლით იღებს, რომელშიც მისმა ქმარმა იბანავა, დილით კი სხეულის მხოლოდ გარკვეულ ნაწილებს იბანს. მისი ეს გადაწყვეტილება პლანეტის გადარჩენას და ნათელ მომავალს ემსახურება.
დონა კარანი
69 წლის დიზაინერის სილამაზის მთავარი საიდუმლო ყოველდღიური მედიტაციაა, რომელსაც პრაქტიკაში უკვე 18 წელია იყენებს. ამას ერთსაათიანი იოგა და პილატესი ემატება. შხაპის მიღება არც ამ დიზაინერს უყვარს და უპირატესობას ეთერზეთებით გაჯერებულ აბაზანაში ჩაწოლას ანიჭებს. წყალს ლავანდას და პიტნას ამატებს, რაც სტრესისგან და უძილობისგან გათავისუფლებაში ეხმარება.
კარლ ლაგერფილდი
სილამაზის ყოველდღიური რიტუალის ჩატარებისას, დიზაინერი მშრალ შამპუნს იყენებს. ლაგერფილდი ამას შემდეგნაირად ხსნის: „ჩემი თმა თეთრია, ოდნავ ნაცრისფერი. მე ეს ტონალობა არ მიყვარს, ამიტომაც მშრალი შამპუნით ვატენიანებ“. შუადღისას მარილიან აბაზანას იღებს და უკვე წლებია, რაც შხაპის ქვეშ არ დგება, რადგან ზევიდან დასხმული წყლისგან თმისცვენა აღენიშნება.
დაიან ფონ ფურშტენბერგი
დაიანა სწორ, დაბალანსებულ კვებას დიდი ხანია მისდევს და უპირატესობას ბოსტნეულსა და ხილს ანიჭებს. „კვება მკაცრ დიეტაში არ უნდა გადაიზარდოს, ცხოვრების ჯანსაღი წესისგან სიამოვნების მიღება უნდა ისწავლოთ“, – აცხადებს დიზაინერი Vogue-თან მიცემულ ინტერვიუში. მისი ელასტიკური სხეულის საიდუმლო ყოველდღიური გაწელვაა.
კაროლინა ერერა
მზისგან დაცვა და დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით წყლის მიღება დიზაინერის ორი ძირითადი წესია. სილამაზის შენარჩუნებისას, მავნე ჩვევად კაროლინა თავის ყოველდღე დაბანას მიიჩნევს, რომლის საჭიროება, მისი აზრით, არ არსებობს.
ნორმა კამალი
ნორმა უკვე დიდი ხანია ტანისამოსის საკუთარ ხაზს უშვებს. იგი შიმშილისა და მკაცრი დიეტების წინააღმდეგია, ამიტომ კვებაში ბალანსის დაცვას ცდილობს. დიზაინერს კოსმეტიკის გამოყენება მინიმუმამდე აქვს დაყვანილი და მხოლოდ აუცილებელ საშუალებებს –ორგანულ პროდუქტებსა და ავტორუჯს იყენებს. სახეზე სხვადასხვა ეფექტურ პროცედურებს ხშირად იტარებს, მათ შორის ვარჯიშებსა და თერაპიას. ნორმას მიაჩნია, რომ საძინებელი ოთახი პირადი სივრცე უნდა იყოს – არომატული სურნელით, კომფორტული ლეიბით, ბევრი ბალიშითა და ჰაერის სასიამოვნო ტემპერატურით.