იოლანდა ჰადიდს ყველა იცნობს როგორც ორი წარმატებული სუპერმოდელის, ჯიჯი და ბელას დედას, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში თავადაც სუპერმოდელი იყო. სამი შვილის დედის ფიგურის ყველას შურს, მითუმეტეს მაშინ, როცა ახლახანს იოლანდას 54 წელი შეუსრულდა.
უკვე დიდი ხანია რაც იოლანდა ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და მკაცრ დიეტას იცავს. "უცოდველი ნამდვილად არ ვარ, ხანდახან მეც მინდება პიცის ნაჭერი, მაგრამ ხშირად ვხვდები, რომ ეს ამად არ ღირს."-აცხადებს მოდელი.
იოლანდა ცდილობს მხოლოდ ორგანული პროდუქტები მიირთვას. საკუთარი რაციონის გადახედვა მას შემდეგ მოუწია, როცა ლაიმის დიაგნოზი დაუსვეს. "თქვენ ხართ ის, რასაც ჭამთ - ამბობს იოლანდა - საკვებმა შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობა გააუმჯობესოს და გააუარესოს კიდეც. ადრე არასწორად ვიკვებებოდი და სახსრები მტკიოდა. ახლა ჩემი რაციონის ძირითად შემადგენლობას ბოსტნეული და ახლად დაწურული წვენები წარმოადგენს, რის გამოც თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ."
იოლანდას კიდევ ერთი საიდუმლო რაც შეიძლება ბევრი წყლის სმაა: "მე ჩემ თავს სმას ვაიძულებ. წყალი ეფექტურად ასუფთავებს ორგანიზმს, ატენიანებს კანს და მას ჯანსაღ იერს აძლევს."
ყოველდღიურ ცხოვრებაში იოლანდა კოსმეტიკას თითქმის არ ხმარობს. მოდელი დარწმუნებულია, რომ კანი მაკიაჟის გარეშე გაცილებით ლამაზია. "აუცილებელია კანის მოვლა და არასდროს არ უნდა დაიძინო სახეზე კოსმეტიკური საშუალებების მოშორების გარეშე. ეს ვასწავლე ჩემს გოგონებსაც. კიდევ ერთი საიდუმლო ჯანსაღი ძილია. საუკეთესო საშუალება თვალების ჯანსაღი იერისთვის."
იოლანდას მარილის აბაზანები ძალიან უყვარს. მაგნიუმის სულფატი საუკეთესოდ ადუნებს და წმინდავ კანს. სამუშაო დღის შემდეგ, მას განტვირთვაში ეთერული ზეთებიც ეხმარება, სუნთქვის ვარჯიშები და მედიტაცია.
სპორტის სახეობებიდან ბოქს, ცურვას და ტრენაჟორებს ირჩევს. "ვარჯიში ენერგიას მაძლევს და ტონუსში მამყოფებს. ჩემი იდეალური შაბათ-კვირა სირბილით ან ველოსიპედით იწყება. მოძრაობა ჩემი ცხოვრებაა."