რჩევები თუ როგორ გვეძინოს უკეთ ბევრია - ტელეფონის გადადებიდან დაწყებული კოფეინის შემცირებით დამთავრებული. მაგრამ თუ ყველაფერი გამოსცადე და მაინც გიჭირს დაძინება, მაშინ ერთ ეფექტურ ხერხს მიმართე.
მეორე დღეს შესასრულებელი საქმეების ჩამონათვალის დაწერა - ერთ-ერთმა უახლესმა გამოკვლევებმა გვაჩვენა, რომ 10 საქმის დაწერა, რომლის შესრულებაც უახლოეს დღეებში გჭირდება, ჩაძინებაში გაცილებით სწრაფად დაგეხმარება. მიზეზი მარტივია: საქმეების სიის შედგენა სტრესის დონეს და მომავლის შიშს ამცირებს, მოგიხსნით უსიამოვნო შეგრძნებას, რომელსაც შეუსრულებელი საქმე განიჭებთ. ასეთი სიის გაკეთების გარეშე ტვინი გამუდმევით ფიქრობს და აანალიზებს მომავალ ვალდებულებებს და ჩაძინებაც გაცილებით რთულია.
ექსპერიმენტის დროს, რომელიც ამერიკულმა ჟურნალმა Journal of Experimental Psychology-მა გამოაქვეყნა, 57 ადამიანს უნდა დაეწერა ის, რაც უკვე გააკეთა ან ის რაც შემდეგ დღეებში არ უნდა დავიწყებოდა. მთავარი იყო ეს ძილის წინ შეესრულებინათ. ორივე ჯგუფი ლაბორატორიაში 4 ღამით დარჩა.
ჯგუფი, რომელიც მომავლის საქმეებს წერდა, მინიმუმ 10 წუთით ადრე იძინებდა, ვიდრე ისინი ვინც უკვე შესრულებული საქმეების სიას ადგენდა. ისინი ვინც მომავლის საქმეებს დაწვრილებით წერდნენ, მინიმუმ 15 წუთით ადრე ეძინებოდათ.
"ჩვენ ვცხოვრობთ სადღეღამისო კულტურაში, სადაც საქმეების რიცხვი იძრდება და ძილის წინ ეს ყველაფერი ჩვენს შფოთვას იწვევს. ბევრი ადამიანი თავში ქმნის ამ სიას, ამიტომაც მათი დაწერა გაცილებით გაუადვილებთ საქმეს."-განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა.
ბრიტანეთის გამოკვლევების მიხედვით, ქალების 54 % და მამაკაცების 40 % ძილის წინ სირთულეებს სტრესის და შიშის გამო განიცდის.