ახლახანს დოუთზენ კრუზმა 33-ე დაბადების დღე აღნიშნა. მას თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სხეულის აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელმა მოდელმა არც ისე დიდიხანია რაც Victoria’s Secret-ში კარიერა დაასრულა, გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში საოცარ სურათებს უზიარებს, სადაც იდეალური სხეულის დემონსტრირებას ახდენს. დღეს ორი შვილის დედა ისეთივე სხეულით დაიკვეხნის, როგორც კარიერის დასაწყისში.
მოდელი აქტიურად გვიზიარებს ფოტოებს სანაპიროდან და ყველა სკეპტიკოსს არწმუნებს, რომ არანაირი აპლიკაციით არ არედაქტირებს საკუთარ სხეულს. ჟურნალი Love-ის საშობაო ვიდეოში მონაწილეობისას პოპულარობით ისეთ მოდელებს აჯობა როგორებიც არიან ბელა ჰადიდი, სარა სამპაიო და სხვები. იდეალური პრესი და არანაირი ცელულიტი.
რაშია მოდელის ფენომენალური ფორმის საიდუმლო? რა თქმა უნდა, რეგულარულ ფიზიკურ დატვირთვაში. "ანგელოზების" რიგების დატოვების შემდეგ, დოუთზენმა აქტიური სპორტული მზადება განაგრძო, რომელიც Victoria’s Secret-ის მოდელებისთვისაა შემუშავებული. კვირაში 4-5ჯერ ბოქსით, გაწელვით და პილატესით კავდება. სანაპიროზე ოჯახთან ერთად დასვენების დროსაც კი არ ისვენებს: დარბის ბავშვებთან ერთად, ბევრს ცურავს, ქმარს სპორტულ თამაშებს ეთამაშება, მოკლედ მუდამ მოძრაობაშია.
კრუზის რაციონი ფიზიკური დატვირთვიდან მომდინარეობს. ძალისმიერ ვარჯიშამდე დოუთზენი ნახშირწყლებს მიირთმევს, მაგალითად ტოსტს ავოკადოთი. ოჯახური ვახშმობის დროს თავს უფლებას აძლევს პასტა ჭიქა ღვინოსთან ერთად მიირთვას. სხვა დრროს მისი მენიუს ძირითადი შემადგენლობაა: ქათამი, ბოსტნეული, თევზი, ხილი და პროტეინები.