ოქტომბრის თვეში, თბილისში თურქეთის სამედიცინო კორპორაციის წარმომადგენლობის შვილობილი კომპანია „რისუსის“ ესთეტიკური მედიცინის კლინიკა გაიხსნა, სადაც მენეჯმენტში მრავალწლიანი გამოცდილებით, თანამედროვე მიღწევებისა და გამოცდილების გაზიარებას ცენტრის ხელმძღვანელი – ქერიმან აქდენიზი ახერხებს.
როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „რისუსი“ გახსნილიყო?
აქ ბევრი მეგობარი მყავს. ვიცოდი, რა მოთხოვნები და საჭიროებები დგას ესთეტიკური მედიცინის წინაშე, ამიტომ სურვილი გამიჩნდა თავად მეხელმძღვანელა იმ ახალი ცენტრისთვის, რომელიც ყველა გამოწვევას გაუმკლავდებოდა.
რა ტიპის მომსახურებას სთავაზობს „რისუსი“ მომხმარებელს?
აქ არის ნებისმიერი სახის კოსმეტოლოგიური მომსახურება და დიოდური ეპილაციის სერვისი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ეპილაციისთვის ამ ტიპის პირველი აპარატია, რომელიც ამერიკული ბრენდის წარმოებაა და უნიკალური, მე-5 თაობის ლაზერის მქონე აპარატურა გახლავთ. ამასთანავე, რაც მნიშვნელოვანია, აპარატურას თვითსტერილიზაციის ფუნქცია აქვს, რაც მის გამოყენებას კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის.
გაგვიზიარეთ თქვენი ესთეტიკური ცენტრის დევიზი.
ჩვენი მთავარი მიზანი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგება და მისთვის ჩვენთან არსებული სერვისის ხელმისაწვდომობაა. ჩვენ შედეგებზე ორიენტირებას ვახდენთ. მაგალითისთვის, ეპილაციის აღნიშნული აპარატი იძლევა იმის საშუალებას, რომ თუ ორგანიზმში შინაგანი მაპროვოცირებელი პროცესები შეჩერებულია, მაქსიმუმ 6-8 პროცედურაში ჭარბთმიანობის პრობლემაც მოიხსნას.
როგორია ცენტრის სამომავლო გეგმის მონახაზი?
გვინდა, „რისუსი“ სულ მალე სრულფასოვან კლინიკად იქცეს, სადაც პლასტიკური ოპერაციებიც ჩატარდება. ასევე, როგორი გეზიც უკვე ავიღეთ, შევინარჩუნებთ ამავე კურსს და კვლავაც გვსურს ვიყოთ პირველები მრავალი მიმართულებით. მაგალითად, საქართველოში დავნერგოთ ის წარმატებული მიგნებები, რომლებიც თურქეთში უკვე აპრობირებულია. „რისუსს“ შეემატება ე.წ. სიმულაციის უნიკალური მეთოდი, რომელიც პერმანენტური მაკიაჟის სიმულაციაა. ასევე ტატუაჟის ინოვაციური და სუპერრეალისტური მეთოდი, რომელიც საოცარ ვიზუალურ ეფექტს იძლევა. ქართულ ბაზარზე შემოვიტანთ ბუნებრივი კომპონენტებით გაჯერებულ პროდუქციას, რომელიც პლასტიკური ქირურგიის საჭიროებასაც კი ნაწილობრივ ჩაანაცვლებს.
ვგეგმავთ, რომ უახლესმა მიღწევებმა, „რისუსის“ სახით, საქართველოში თავი დაიმკვიდროს. გვსურს, საზოგადოება ყველა მეთოდისა და მიგნების შესახებ ინფორმირებულიც იყოს. ამ მიზნით, მასტერკლასებიც ჩატარდება.
ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „რისუსი“ ქართველი და უცხოელი სპეციალისტებით დაკომპლექტდა, რომლებიც ადგილზე სრულად აღჭურვილ გარემოში მუშაობენ. ამით პაციენტებისთვის შედეგი მუდმივად დამაკმაყოფილებელია. სასურველი შედეგის მისაღწევად, „რისუსში“ გამოყენებული პროდუქცია აქტიურად მონაწილეობს. მათ შორისაა Dr. Rimpler-ის კოსმეტიკის სამედიცინო ხაზი, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში სწორედ „რისუსია“. ექიმ-კოსმეტოლოგ ნინო ბიწაძეს OK! პროდუქციის შესახებ ესაუბრა.
ნინო ბიწაძე: „რისუსში“ წარმოდგენილია Dr. Rimpler-ის განსაკუთრებული, ნანოსტრუქტურული გერმანული პროდუქცია, რომელმაც BSB Award Innavation-ის დაჯილდოებაზე ოქროს 3 და ვერცხლის 1 კოსმეტიკის „ოსკარი“ მოიპოვა. აქვს უამრავი ხაზი, და მასში შემავალი დაბალმოლეკულური კომპონენტების მეშვეობით, ფლობს ღრმად ჩაღწევადობის უნარს. ამით კონკრეტულ პრობლემებს უმკლავდება, არ გააჩნია რაიმე ტიპის უკუჩვენება. ბრენდის კოსმეტიკის ე.წ. სახლის ხაზი „რისუსში“ იყიდება.
„რისუსის“ დაარსებიდან ჯერ მხოლოდ 2 თვე გავიდა, თუმცა დიოდურმა ეპილაციამ სტუმრების ჭარბი რაოდენობა განაპირობა. რა არის ამის მიზეზი?
უპირველესად ვახსენებ იმას, რომ ჩვენთან ლაზერული აპარატით ეპილაციის შემდეგ, მომდევნო პროცედურამდე დარჩენილ ინტერვალში, სწორედ Dr. Rimpler-ის კრემის გამოყენება ეპილაციის საჭიროებას ანახევრებს. უახლესი და ინოვაციური დიოდური ლაზერის აპარატი კი პირველსავე ვიზიტისას თვალხილულ შედეგს იძლევა. სწორედ ეს არის პირველი წარმატება, რომელსაც „რისუსში“ ხედავენ. შედეგად კი, ერთგული მომხმარებლები მოკლე ვადაში გაგვიჩნდნენ. აქ სხვადასხვა პროცედურის ერთჯერადად, უფასოდ ჩატარებაა შესაძლებელი, რათა სტუმარმა თავად იგრძნოს „რისუსის“ ხარისხი, ეს კი განმასხვავებელი ნიშანია.
მის: შ. ნუცუბიძის 201
Risuss Georgia
ტელ: 599 944 582