Manolo Blahnik-ის ფეხსაცმელები, ვარდისფერი გაშლილი კაბა, კულულები... ზუსტად 20 წლის წინ მსოფლიოს კინოეკრანებზე "სექსის დიდ ქალაქში" გამოვიდა და მთელი მსოფლიოს ქალბატონების გული დაიპყრო. როგორები არიან საყვარელი გმირები მეხუთედი საუკუნის შემდეგ?
სარა ჯესიკა პარკერი
თანამედროვე სტილის საკულტო ქალბატონი, საოცრად ქალური და ელეგანტური - მის გამოსვლებს მოდის ინდუსტრია დაკვირვებით ადევნებს თვალყურს, მისი იმიჯის გამეორებას ყველა ნიუ-იორკელი გოგონა ცდილობს. სარა ჯესიკა პარკერი, ეს არის ქალბატონი, რომლის მაგალითზეც შეგვიძლია შევისწავლოთ თუ როგორ დავბერდეთ ლამაზად და ღირსეულად. ახალგაზრდობაში მსახიობი საზოგადოებას ექსპერიმენტებით აოცებდა.
დღეს სარა აქცენტს თვალებზე აკეთებს, მათ მუქ-ნაცრისფერ ტონალობებს უხამებს და შავი ფანქრით გამოყოფს. რაც შეეხება ტუჩებს, ხორცისფერს ამჯობინებს.
კიმ კეტრელი
სამეგობრობს ყველაზე სკანდალური წევრი საზოგადოებაში გამოჩენისას სტილის შეგრძნებით და თავის მოვლით კვლავ შთაგვაგონებს. დაუჯერებელია, რომ კიმს 61 წელი შეუსრულდა. კეტრელი პლასტიკური ქირურგიის მოწინააღმდეგეა და მის გამოყენებას არც თავის თავზე აღიარებს. მისი აზრით, კანის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად, საკმარისია სკრაბის გამოყენება და ლიფტინგ-მასაჟის გაკეთება.
კრისტინ დეივისი
კრისტინი სერიალში კონსერვატიულ და მოკრძალებულ შარლოტას თამაშობდა და თავის მოვლას ცხოვრებაშიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. იმისთვის, რომ ასაკზე 10 წლით უმცროსის შეხედულება ჰქონოდა, მკაცრ დიეტას იცავდა: რაციონიდან ხორცს, შაქარს და ცომეულს იღებდა და ბევრს ვარჯიშობდა.
კრისტინს ბუნებრივად გაწმენდილი და გლუვი კან აქვს, ამიტომაც მაკიაჟის კეთებისას ბუნებრიობას ანიჭებდა უპირატესობას: შეფაკლული ლოყები და შავი წამწამები. მსახიობი თვლის, რომ თმის მოვლისას საუკეთესო საშუალება ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნია.
სინტია ნიქსონი
სინტიას ბედი უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მისი ეკრანული პერსონაჟის: მსახიობს ავადმყოფობასთან გამკლავება, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებისთვის ბრძოლა და გაყრა მოუწია. ამასთან, ნიქსონმა მსახიობის კარიერა საკმაოდ წარმატებულად განაგრძო.
როგორც ჩანს, ახლა მსახიობი ისევე კარგად გამოიყურება, როგორც 20 წლის წინ: ელეგანტური სამოსი, გამოკვეთილი კანი, ვარცხნილობის ექსპერიმენტები...