ხანდახან ხალხური რეცეპტები ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებების კარგი ალტერნატივაა. ამ საშუალებებით ადამიანები უკვე წლებია რაც სარგებლობენ. თაფლი კანს აახალგაზრდავებს და კვებავს, კვერცხი ატენიანებს, ოხრახუშის წვენი ანთებას ხსნის, ალოე კი კანს ვიტამინებით კვებავს. ყურადღება შესაძლო ალერგიულ რეაქციებზეც გაამახვილეთ. ამის გასარკვევად შეგიძლიათ პროდუქტი სახის ერთ წერტილზე დაიტანოთ და დაუცადოთ, თუ ზედაპირი არ გაღიზიანდა, მაშინ თამამად მოიხმარეთ.
#1 კვერცხის ნიღაბი
1 ცალი კვერცხის გული 1 სუფრის კოვზ კეფირთან ან არაჟანთან აურიეთ.
15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
#2 თაფლის ნიღაბი
1 სუფრის კოვზი თაფლი 1 სუფრის კოვზ ალოეს წვენთან აურიეთ.
10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
#3 მწვანე ჩაის ნიღაბი
მარლის ხელსახოცი კარგად ადუღებულ მწვანე ჩაიში დაასველეთ. ხელსახოცზე თვალებისა და ტუჩების ადგილი ამოჭერით.
სახეზე 15-20 წუთი გაიჩერეთ.
#4 არაჟნის ნიღაბი
კვერცხის ცილა 1 სუფრის კოვზ არაჟანთან აურიეთ.
20 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ.
#5 ხაჭოს ნიღაბი
2 ჩაის კოვზი უცხიმო ხაჭო 1 ჩის კოვზ ოხრახუშის წვენთან(ან შავ ჩაისთან) აურიეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი სელის ზეთი, ლიმნის ან ფორთოხლის ქერქი.
გაიჩერეთ 10 წუთი