ჯანმრთელობის და სილამაზის საკითხები ქალბატონებისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარეა. მაკიაჟის გაკეთებასთან ერთად მთელი რიგი წესების ცოდნაა საჭირო, იმისთვის, რომ სახე არ გამოგვიშრეს. თუ სხეულის სწორად მოვლა მიზნად დაისახეთ, მაშინ ყოველდღიური ჰიგიენის შეცდომები აღარ უნდა დაუშვათ.
#1 სახეს ხელებით ეხებით
ყოველ ჯერზე, როცა სახეს ხელებით ეხებით, მას მნიშვნელოვნად აბინძურებთ. ნებისმიერი შეხება კანის ცხიმს წარმოშობს. ეხადეთ დღის განმავლობაში საკუთარი თავი აკონტროლოთდა სახეს ხელებით ნაკლებად შეეხოთ.
#2 არ იბანთ ვარჯიშამდე
დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ ფიზიკურ დატვირთვამდე წყალი გადავივლოთ. გაოფლიანების გამო, სჯობს ვარჯიშამდე სახეზე მხოლოდ წყალი და მარილი დაიტოვოთ, ჭუჭყის გარეშე.
#3 სიცივიდან სახლში დაბრუნებისას მაშინვე ცხელ შხაპს იღებთ
ზამთარში სახლში შესვლისას, ცხელი შხაპის მიღება მაშინვე გვინდება, მაგრამ ეს კანისთვის საზიანოა. ცხელი წყალი ფორებს ხსნის და იმ მკვებავ ნივთიერებს აქრობს, რომელიც წელიწადის ცივ დროს სასიცოცხლოდ გვჭირდება. იმისთვის რომ ქავილი არ დაგეწყოთ, თბილი შხაპი მიიღეთ.
#4 ტანის ლოსიონს არასწორად იყენებთ
დამატენიანებელი კრემი უფრო ეფექტური იქნება, თუ შხაპის შემდეგ ეგრევე გამოიყენებთ. არ დაელოდოთ კანის გაშრობას.
#5 არ იღებთ შხაპს სპორტით დაკავების შემდეგ
დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ თუ შესაძლებელია შხაპი სპორტული დარბაზის ტერიტორიაზე მივიღოთ და არა სახლში მისვლისას. ამ შემთვევაში ტანზე ბაქტერიები აღარ დარჩება. თუ ამის საშუალება არაა, მაშინ უბრალოდ ბინძური ტანსაცმელი გამოიცვლეთ და კანი ანტიბაქტერიული ხელსახოცით გაიწმინდეთ.
#6 შხაპს მხოლოდ დილით იღებთ
დილის შხაპი კარგი რიტუალია, ის გამოფხიზლებაში გვეხმარება, თუმცა უარი არც საღამოს შხაპზე უნდა თქვათ. ის დაძინებაში დაგვეხმარება. თან დღის განმავლობაში ტანზე მოხვედრილი ჭუჭყისგან განთავისუფლდებით და ძილს უფრო ჯანსაღს გახდით.
#7 არ რეცხავთ მაკიაჟის ფუნჯს
მაკიაჟის ფუნჯების გაწმენდას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება, სამაგიეროდ კანის სიჯანსაღის გარანტია. ინსტრუმენტებზე ბევრი ბაქტერია ხვდება, რომლებსაც სახეზე მაკიაჟთან ერთად ახვედრებთ. გარეცხეთ ისინი თბილი წყლით და საპნით.
#8 ნატურალურ სილამაზის საშუალებებს იყენებთ
"მწვანე" პროდუქტები ძალიან პოპულარულია, თუმცა უფრო დაკვირვებულ გამოყენებას მოითხოვს. მათი შენახვის ვადა გაცილებით ნაკლებია და სააბაზანოს სითბო ამ პროცესს უფრო აჩქარებს.
ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ხერხები.