"ოქროს გლობუსის" ცერემონიალზე კენდალ ჯენერი წითელ ხალიჩაზე Giambattista Valli -ის შავი კაბით იწონებდა თავს. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი მოდელი აქცენტის გაკეთებას საკუთარ გრძელ ფეხებზე ცდილობდა, გულშემატკივრებს ჯენერის სახის კანი შეუმჩნეველი არ დაუტოვებიათ.
ცნობილია, რომ კენდალი რამდენიმე წელია რაც აკნეს ებრძვის: ხშირი ფრენები და ფოტოსესიები მდგომარეობას უფრო ამძიმებს და კანის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. წითელ ხალიჩაზე კიმ კარდაშიანის უმცროსმა დამ თავისი პრობლემა მაკიაჟის მეშვეობით მთლიანად ვერ დაფარა. ამ ფაქტმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და მოდელმაც ტვიტერის გვერდზე კომენტარის გაკეთება არ დააყოვნა: "არასოდეს არ მისცეთ უფლება ამას რომ შეგაჩეროთ." კენდალის მოწოდებით მსგავსი უსიამოვნება მიზნის მისაღწევ გზაზე არ უნდა გვაფერხებდეს.
კენდალის ამ მოწოდებამ სიტუცია დადებითად განმუხტა: მიუხედავად კანის პრობლემებისა გოგონა წითელ ხალიჩაზე ბწრყინვალედ გამოიყურებოდა. თავად მოდელის აღიარებით, უხერხულების გრძნობა ხშირად იპყრობს და ასეთ სიტუაციებში სახეს თმით იფარავს. "ოქროს გლობუსის" ცერემონიალზე პირველად დასწრებისას კი ეცადა ყველა იმ გოგონასთვის დაეჭირა მხარი, რომლისთვისაც აკნეს პრობლემა ნაცნობია.