დიდხანს და ბედნიერად ცხოვრება – ვის არ სურს ეს? მეცნიერები იმ ადამიანების ცხოვრების გაანალიზებას შეეცადნენ, რომლებმაც სამციფრიანი იუბილე აღნიშნეს. „ცისფერი ზონები“ ეს პლანეტის ის რეგიონებია, სადაც ადამიანები იმაზე დიდხანს ცოცხლობენ ვიდრე სხვა ადგილებში. ამ ტერიტორიებზე ბევრია 80–90–100 წლის. ბელგიელმა დემოგრაფმა მიშელ პულენმა და იტალიელმა ექიმმა ჯანი პესმა პირველ „ცისფერ ზონას“ იტალიურ სარდინიაზე მიაგნეს. მოგვიანებით, ამერიკელმა მკვლევარმა დენ ბეტნერმა კიდევ ოთხი იპოვნა: ოკინავა (იაპონია), იკარია (საბერძნეთი), ლომა ლინდა (აშშ, კალიფორნია) და ნიქოია პენისუელა (კოსტა–რიკა). ამ ყველა ზონას თავისი უნიკალური მახასიათებლები აქვს.
სარდინია 100 წლის ადამიანების რიცხვით პირველ ადგილზეა. კოსტა რიკა მეორე ადგილს იკავებს. ოკანავაზე ბევრი 100 წლის ქალბატონია.
რა არის მათი საიდუმლო?
სპეციალისტების გუნდი რამდენიმე წლის განმავლობაში იკვლევდა „ცისფერ ზონებს“. მათ შეძლეს 9 ფაქტორი გამოევლინათ, რომელიც ხანგრძლივ სიცოცხლეზე მოქმედებს.
#1 ინტენსიური ფიზიკური აქტივობა ყოვლდღიური საქმიანობის შესრულებისას. ჯდომითი რეჟიმი ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელი არაა.
#2 „იკიგაი“ – იაპონური სიტყვაა, რომელიც „ცხოვრების მიზეზებს“ აღნიშნავს. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ის მიზეზები, თუ რატომ იღვიძებს ყოველ დილას.
#3 სტრესის დაბალი ხარისხი – ფაქტორის, რომელიც უამრავ ადამიანს ღუპავს. სტრესის შემცირება ნშნავს აღარ იდარდოთ წვრილმანებზე, მიიღოთ მონაწილეობა ჩაის ცერემონიებში, დაკავდეთ იოგით და აშ.
#4 კონფუცის სწავლების მიხედვით, არაა აუცილებელი დანაყრებამდე ჭამა, საკმარისია შიმშილის 80% დაიკმაყოფილო.
#5 რაციონში პრიორიტეტი ბოსტნეულსა და ხილს უნდა მიანიჭოთ. შესაძლებელია მიირთვათ თევზი და ხორცი, თუმცა ცოტა ოდენობით.
#6 შეამცირეთ ალკოჰოლი. ის ვინც ცოტა სპირს იღებს, უფრო დიდხანს ცხოვრობს.
#7 მონაწილეობა მიიღეთ სოციალურ ჯგუფებში, მისდიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს.
#8 დაამყარეთ ახლო და მტკიცე ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.