თუ მელანქოლიამ მოგიცვათ და გრძნობთ, რომ დეპრესია გიპყრობთ, სასაცილო ფილმები ვერ დაგეხმარებათ. გჭირდებათ გეგმა, რომელსაც უნდა მისდიოთ: წარმოგიდგენთ ფილმებს, რომლებიც დეპრესიულ განწყობას საუკეთესო შველის.
#1 P.S. მე შენ მიყვარხარ
ფსიქოლოგების აზრით, დეპრესიის დროს ტირილი აუცილებელია, და ისინი ვინც ამას ვერ ახერხებს, ეს ფილმი დაეხმარებათ. ცრემლები ერთგვარ განტვირთვას ახდენს და სევდას გიმსუბუქებთ.
#2 დღის რაინდი
ამ დროს ფიქრები თავს არ განებებთ და მათ უწყვეტ დინებას ვეღარ მიყვებით. ამისთვის ჩართეთ "დღის რაინდი" სასაცილო სათავგადასავლო ფილმი ტომ კრუზისა და კამერონ დიასის მონაწილეობით. უბრალოდ უყურეთ როგორ ნადგურდება ყველაფერი და ტომი გადარჩენას და ხუმრობასაც ახერხებს.
#3 მოჩვენებების მიერ გატაცებულნი
გამორთე გონება? მაშინ კეთილი იყოს შენი მობრძანება! მიაძაკიმ იცის როგორ შეგვიცვალოს რეალობა და სხვა სამყაროში პირველივე კადრიდან გადაგვაგდოს. ეს განსაკუთრებული სამყაროა სიყვარულითა და მეგობრობით.
#4 მხოლოდ საყვარლები გადარჩებიან
როცა საკუთარ ემოციებთან გაუცხოებას განიცდი, მსუბუქი თერაპია გჭირდება. შენ არ გჭირდება ფილმი გრძნობებზე, შენ გჭირდება კინო, რომელშიც არაფერია გრძნობების გარდა. ჯარმუშის ამ გასაოცარ ფილმში მუსიკა და კადრები განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით.
#5 შეუჩერებელნი
ახლა კი საჭიროა თავი ისევ პატარა გოგონად იგრძნოთ, რომელზეც კეთილი და ძლიერი გმირები ზრუნავენ: პერსონაჟები თითქოს თქვენს გვერდით არიან.
#6 ჯოი
ახლა მოტივაცია გჭირდება! "ჯოი" არის ფილმი ქალზე, რომელმაც შეძლო. რთულია გახდე წარმატებული, როცა მარტოხელა დედა ხარ და გარშემო "მამაკაცების სამყარო" გაქვს, სადაც შენს როლს მხოლოდ დიასახლისის ამპლუაში აღიქვამენ. ეს რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი შთაგაგონებთ.
#7 ფორესტ გამპი
დეპრესია თითქმის გაქრა: ახლა ისღა დაგრჩათ წამოდგეთ და გზა განაგრძოთ. თუ გჯერა და არ გეშინია, ცხოვრების გაგრძელებას მარტივად შეძლებ. ამის დასაჯერებლად კი ამ გენიალურ ფილმს უნდა უყუროთ.