თანამედროვეობას პლასტიკური ქირურგიის ეპოქას თავისუფლად ვუწოდებთ: სოციალურ ქსელებში ხშირად გვხდებიან გოგონები, რომლებმაც პლასტიკური ოპერაცია რამდენჯერმე გაიკეთეს. წარმოგიდგენთ ცნობილი მოდელების და მსახიობების ბავშვობის ფოტოებს და შეაფასეთ მათი გარეგნობა გენების დამსახურებაა თუ პლასტიკური ჩარევის:
#1 ირინა შეიკი
რუსი ლამაზმანი, რომელმაც ბრედლი კუპერის გული დაიპყრო, პატარაობის ფოტოებს აქტიურად აქვეყნებს. შაიხლისლამოვების ოჯახში ყველა განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა.
#2 მეგან მარკლი
34 წლის ამერიკელმა მსახიობმა პრინცი ჰარის ყურადღება მიიპყრო და მისი საცოლეც გახდა.
#3 ჯიჯი ჰადიდი
ჯიჯიზე ხშირად ამბობენ, რომ ბავშვობიდან თითქმის არ შეცვლილა. დიდი ტუჩები და მეტყველი გამოხედვა - ამით უფროსი ჰადიდი ბუნებმა დააჯილდოვა.
#4 ბელა ჰადიდი
ბელა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია მსოფლიოში. მისი გარეგნობის გარშემო კრიტიკა არ წყდება. ამბობენ, რომ მისი გარეგნობა პლასტიკური ქირურგიის შედეგია, თუმცა ბელა ბავშობის ფოტოებზე მაინც გასაოცრად გამოიყურება.
#5 ბეატი პრინსლო
ნამიბიელი გოგონა, რომელიც Victoria’s Secret-ის "ანგელოზი" გახდა და Maroon 5-ის სოლისტს, ადამ ლევინს გაჰყვა ცოლად. მისი უცნაური ყურები მომავალში გოგონას სავიზიტო ბარათად იქცა და პლასტიკურ ქირურგიაზე არც უფიქრია.
#6 ელსა ჰოსკი
შვედი მოდელი განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩევა. მაგრამ გარეგნობა ასაკთან ერთად დაეხვეწა და არა პლასტიკური ქირურგიის მეშვეობით.
#7 ჟიზელ ბიუნდჰენი
მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ბრაზილიელი მოდელი განსაკუთრებული აღნაგობით გამოირჩევა. ბავსვობის ფოტოების თვალიერებისას აშკარაა, რომ მოდელი ბუნებრივი სილამაზით გამოირჩევა.
#8 ქეით მოსი
ვერ იპოვნით ადამიანს, რომელსაც 1990-სა და 2000-ში ამ მოდელის შესახებ არ სმენია. არასტანდარტული გარეგნობის მიუხედავად, ქეით მოსი თაობის საკულტო გოგონა გახდა. ასეთი თავბრუდამხვევი კარიერა მას ბუნებრივი მომხიბვლელობის წყალობით შეექმნა.
#9 შაკირა
ნიჭიერმა მომღერალმა და მოცეკვავემ მუქი ხვეული თმა ქერად შეიცვალა.
#10 ლილი ოლდრიჯი
Victoria’s Secret-ის ანგელოზი და Kings of Leon-ის სოლისტის მეუღლე იდეალურ ფიგურასთან ერთად საოცრად გამომხატველ თვალებს ფლობს.
#11 ალესანდრა ამბროსიო
ალესანდრა ბუნებრივი სილამაზით გამოირჩევა და პლასტიკური ქირურგიის ჩარევა არ ესაჭიროებოდა.
#12 მირანდა ქერი
ავსტრალიელი სუპერმოდელის ღიმილი და თვალები თითქმის არ შეცვლილა.
#13 ქენდის სვეინპული
მოდელს ბრენდ Victoria’s Secret-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ცისფერთვალება სუპერმოდელის ბავშვობის ფოტოები მის გენეტიკაზე მეტყველებს.
#14 როზი ჰანტინგტონი
დიდი ტუჩები და მაღალი ყვრიმალები მისი ბავშობის ფოტოებშიც ჩანს.
#15 კირსტენ დანსტი
კირსტენი მაყურებლის თვალწინ გაიზარდა: მან შეძლო 12 წლის ასაკში ბრედ პიტთან ეთამაშა. ასაკთან ერთად მსახიობის გარეგნობაში მხოლოდ გამოხედვა შეიცვალა.
#16 კარა დელევინი
მსოფლიოს სუპერმოდელებს შორის კარა მეხუთე ადგილს იკავებს. მას ცვლილების არ ეშინია, მაგრამ ინდივიდუალურობას მუდამ ინარჩუნებს.
#17 დოუთზენ კრუზი
ამ ჰოლანდიელის გარეგნობა ყველასთვის აღტაცების საგანს წარმოადგენს. მოდელმა ცოტა ხნის წინ ფილმ Wonder Woman-შიც მიიღო მონაწილეობა. ბავშვობის სურათები ნათელს ხდის, რომ გოგონა გარეგნობაში ხელოვნურად არ ერევა.
#18 სინდი კროუფორდი
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სუპერმოდელი ბავშვობის ფოტოებზეც ბრწყინვალედ გამოიყურება. არავინ ვიცით მიმართა თუ არა ლამაზმანმა პლასტიკურ ქირურგიას, თუმცა ძველ ვიდეოებში სინდი კროუფორდი ყველა ქალს მოუწოდებს სპორტდარბაზებში ფული არ დახარჯონ და აჩვენებს როგორ ივარჯიშონ სახლის პირობებში.
#19 ჯენიფერ ლოპესი
ჯენიფერი არ მალავს რომ შესანიშნავი ფორმისთვის დიდ ძალისხმევას ხარჯავს, მაგრამ პლასტიკური ქირურგიის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.
#20 ანჯელინა ჯოლი
მსახიობის პლასტიკურ ოპერაციებზე ხშირად საუბრობენ, მაგრამ ლარა კროფტის როლით ყველა კრიტიკას პასუხობს.