სეზონიდან სეზონამდე ვიზაჟისტები მრავალფეროვან ტრენდებს იფიქრებენ, თუმცა არსებობს რამდენიმე ხერხი, რომელიც ყველა ასაკში ეფექტური და შთამბეჭდავია.
#1 წითელი ტუჩსაცხი
ნებისმიერი ვიზაჟისტი დაგიდასტურებთ: წითელი ტუჩსაცხი ყოველთვის კარგი იდეაა. ერთადერთი წესი კონტურს ეხება: ის გამოკვეთილი უნდა იყოს. ასაკის მატებასთან ერთად ტუჩსაცხი ფანქრით უნდა გამოვკვეთოთ, რათა ფერი არ დაიკარგოს.
#2 Smokey eyes
ეს ტექნიკა გამოხედვას საოცარ გამომეტყველებას სძენს და ის 20 წლიდანაც ისეთივე შესაფერისია, როგორც 40-ის შემდეგ.
#3 დატენიანებული კანი
ეს ტრენდი ყველა ასაკითვის საგულისხმოა, დატენიანებულ კანზე მაკიაჟის დატანა გაცილებით მარტივია.
#4 სქელი წარბები
საქმე მაინდამაინც მსხვილ წარბებს არ ეხება, რადგანაც ის სახის დანარჩენ ნაკვთებს უნდა ეწყობოდეს.