რთული დასაჯერებელია, რომ წელს ჯენიფერ ლოპესს 48 წელი შეუსრულდა. შესაძლებელია საქმე პუერტო-რიკოს ფესვებს ეხება, მაგრამ ლამაზმანმა ახალგაზრდობის საიდუმლოს ნამდვილად მიაკვლია. დიდი ხანია ცნობილია, რომ ლოპესი სპორტის და სწორი კვების გულშემატკივარია. გამოკვეთილი პრესი, მრგვალი ფორმები და ნაოჭების ნაკლებობა - მომღერლის ჯანსაღი ცხოვრების წესის შედეგია.
თავად ჯენიფერის თქმით, ახალგაზრდულობის საიდუმლო - წყალია, რომელსაც დიდი რაოდენობით სვამს. მისი რაციონის მთვარი მთავარი შემადგენელი ნაწილი ბოსტნეულია - გოგრა, ბროკოლი, სატაცური. პროტეინის მთავარი წყარო - თევზი, ინდაური, ქათამი. ყველა პროდუქტი აუცილებლად ორგანული უნდა იყოს. ოქროს წესი: საკვების უკანასკნელი ულუფა საღამოს 7ის ნახევარზე უნდა მიიღოთ. ჯენიფერი არ ეწევა და არც კოფეინს იღებს, რადგანაც ისინი კანის მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება. მისი ცხოვრების სტილის უკანასკნელი რგოლი ვარჯიშია. ვარსკვლავი კვირაში 5 დღე ვარჯიშობს.