სტატისტიკით დადგინდა რომ ქალის ტუჩსაცხის ფერი, რომელიც მამაკაცებს ყველაზე მეტად იზიდავთ ღია წითელია. ამ ფერის ზემოქმედება ადამიანზე ყველაზე დიდი და ძლიერია. ესაა აღმგზნები ფერი რომელიც მაღლა სწევს არტერიულ წნევას, გამოხატავს სითბოს ვნებას, ასოცირდება მარადიულობასთან, სიყვარულთან, ბედისწერასთან, ძლიერ ემოციებთან და საწინააღმდეგო სქესის ორგანიზმი ენერგიის მოზღვავებულ ტონუსში მოჰყავს. ასევე აჩქარებს სუნთქვას და გულის რიტმს.
წითელი ფერის მატარებელი ქალები სექსუალურები, მაქსიმალისტები, ბრძოლის უნარიანები და ლიდერები არიან. ყველა ის ქალი, რომელსაც ღია წიელი ფერის ტუჩსაცხი უსვია და ფართოდ იხატავს ტუჩებს, მამაკაცების მიერ აღიქმება ყველაზე საინტერესო და მიმზიდველ ქალად. ფსიქოლოგების აზრით როდესაც ადამიანი აღზნებულია მისი ტუჩები და მკერდი სისხლით ივსება რის შედეგადაც უფრო დიდი და წითელი ხდება. ტუჩსაცხი ეგვიპტეში გამოიგონეს რომელიც გამოიყენებოდა სექსუალურად აგზნებული ტემპერამენტიანი ქალის იმიჯის შესაქმნელად. ფსიქოლოგების მიერ დგინდება, რომ კარგი სასიყვარულო ფლირტი და ურთიერთობა წითელი პომადით იწყება.