დროსთან ერთად, ძილისთვის განკუთვნილი დრო იკლებს: არანორმალური სამუშაო დღე, შეხვედრები ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან და ფიტნესი თითქმის მთელ დასვენების დროს ითვისებენ. არაა გასაკვირი, რომ ხშირად გვეძინება, მაგრამ იქამდე, სანამ მორიგ ფინჯან ყავას მოიმზადებთ, ჯანმრთელობის პრობლემის გამოსწორებას უფრო მასშტაბურად მიუდექით.
კოფეინი სხეულს გამოფხიზლებაში არაჩვეულებრივად ეხმარება. მაგრამ, თუ მას შუადღის შემდეგ დავლევთ, ძილთან პრობლემები შეგვექმნება. ამის მაგივრად ეცადეთ ჯანსაღი ცხოვრების ჩვევები გამოიმუშაოთ :
#1 არ დაგავიწყდეთ საუზმე
არავისთვისაა საიდუმლო, რომ საუზმე საკვების მიღებისას დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომაც ნუ ჩქარობთ სახლიდან გაქცევას. დააბალანსეთ საუზმე, რომელშიც პური, სასარგებლო ცხიმი და კვერცხის ცილა შედის. მათი მეშვეობით სადილამდე შიმშილის გრძნობა არ დაგეუფლებათ. ის ასევე აგავსებთ ენერგიით და გამოგაფხიზლებთ. საუკეთესო დილის მენიუა შვრიის ფაფა ხილითა და თხილით, ხილის სმუზი და პროტეინები.
#2 გამოიძინეთ
თუ რეჟიმს არ მიყვებით და შუაღამის შემდეგ იძინებთ, უცნაური არ იქნება, თუ მთელი დღე ძილის სურვილი შეგაწუხებთ. ორგანიზმისთვის ჯანსაღი ძილი რთული საერთოდაც არაა. ერთი საათით ადრე გადადეთ ტელეფონი და თუ ფიქრები გაწუხებთ, ისინი დღიურში ჩაიწერეთ. გამოფხიზლებისას რამდენიმე მარტივი ვარჯიში გააკეთეთ.
#3 მიირთვით სასარგებლო სასუსნავები
იმის მაგივრად, რომ სამუშაო სივრცეში მუდამ შოკოლადებს და ორცხობილებს მიმართოთ, სასარგებლო სასუსნავით დაიტვირთეთ. მაგალითად: კრეკერი, არაქისის კარაქი, ბანანი, იოგურტი. გაექეცით შაქარს.
#4 ყურადღება მიაქციეთ სადილს
ყველაზე რთული სასურველი პორციის არჩევაა. თუ ძალიან ცოტას ან ძალიან ბევრს შეჭამთ, ძილის უკმარისობა დაგეუფლებათ. არ დაივიწყოთ ნახშირწყლებისა და ცილების შესახებ. იდეალური სადილი ქათმის სალათი, თევზი ან კარტოფილია. ტკბილისგან თავი შორს დაიჭირეთ.
#5 მეტი იმოძრავეთ
შესვენების დროს გაისეირნეთ ან სავარჯიშო მოძრაობები ჯდომისას განახორციელეთ.