ეს წელი ვარსკვლავების გარდასახვის საუცხოო მაგალითად მოგვევლინა. ცნობილი ადამიანები ექსპერიმენტებს ატარებდნენ ვარცხნილობასა და ტონალობებში და როლისთვის სერიოზულ ცვლიბებზეც მიდიოდნენ. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომელთა გარეგნობაც კარიერულ მიღწევებს არ უკავშირდებოდა. წარმოგიდგენთ სილამაზის იმ ტრანსფორმაციებს, რომლებიც 2017 წელს ყველაზე ეფექტურად დაგვამახსოვრდა.
ახალი ვარცხნილობა
#1 სელენა გომესი
სელენა გომესმა გულშემატკივრები არამხოლოდ The Weeknd-თან დაშორებით და ჯასტინ ბიბერთან ტრიუმფალური დაბრუნებით, არამედ თმის ტონალობების ცვლილებითაც გააოცა. შავგვრემანი მომღერალი მოულოდნელად ქერა გახდა.
იანვარი - მაისი - დეკემბერი
#2 კარა დელევინი
კარა დელევინის სავიზიტო ბარათი მრავალი წლის განმავლობაში იყო მუქი წარბები და ნატურალურად ქერა გრძელი თმა. 2017 წელს გოგონამ ექსპერიმენტებს მიმართა: Met Gala -ს ყოველწლიურ დაჯილდოებაზე მსახიობმა და მოდელმა რადიკალურად განსხვავებული ვარცხნილობა წარმოგვიდგინა. მას შემდეგ, ნაცრისფერი ტონალობა მოირგო, ბოლოს კი ყავისფერი.
2016 - ივლისი - ოქტომბერი
#3 კრისტენ სტიუარტი
კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომლის გარეგნობამაც წელს სერიოზული ტრანსფორმაცია განიცადა. მარტში მსახიობმა გულშემატკივრები მოკლე ღია თმით გააოცა. დროსთან ერთად კი ექსპერიმენტებს ფერებზე აკეთებდა.
2016 - მარტი - ნოემბერი
#4 ქეით ჰადსონი
გრძელ ხვეულ თმას ეს მსახიობიც დაემშვიდობა. ქეითს ცვლილებები ახალი ფილმის გადაღებებისთვის დასჭირდა. თავის ვარცხნილობას ვარსკვლავი ირონიულად უყურებს, ერთ-ერთ უკანასკნელ პოსტში თავისი თავი ახალგაზრდა ლეონარდო დიკაპრიოსაც კი შეადარა.
2015 - 2016 - ოქტომბერი
სხეული
#5 რიანა
რიანას გარეგნული ცვლილებები წლის ყველაზე განხილვადი თემა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალმა 15 კილო მოიმატა, ყველაზე მოდური ვარსკვლავების რეიტინგის ლიდერიც გახდა და მეორე ნახევარიც იპოვნა. უკანასკნელი ინფორმაციით, არაბმა მილიარდელმა ჰასან ჯამალმა ბარბადოსელ ლამაზმანს ხელი სთხოვა.
2014 - მაისი - სექტემბერი
#6 ტეილორ სვიფტი
უკანასკნელი 10 თვის განმავლობაში მომღერალი საზოგადოებაში არ გამოჩენილა და მთლიანად ახალ სტუდიურ ალბომზე კონცენტრირდა. დეკემბრის დასაწყისში სცენაზე მომატებული წონით იხილეს. ტეილორმა 7 კილოგრამი მოიმატა. სამაგიეროდ, პირად ცხოვრებაშიც სიახლეები აქვს - სვიფტს ახალ შეყვარებულთან ერთად ხშირად ხედავენ.
2016 - დეკემბერი - დეკემბერი
#7 მერაია ქერი
უკანასკნელი წლის განმავლობაში მერაიამ შეძლო 12 კილოგრამი მოემატებინა და ჩვეულ ფორმას კვლავ დაბრუნებოდა. ახალგაზრდა მოცეკვავესთან რომანის პარალელურად მუსიკოსი გარეგნული ცვლილებებით გულშემატკივრების გაოცებას არ წყვეტდა.
2000 - ივლისი - ნოემბერი
#8 ევა ლონგორია
ვარსკვლავი, რომელიც ზედმეტ კილოგრამებს მუდამ აბალანსებს. ამ წელს მსახიობს ჰქონდა წარმატებული მოდური გამოსვლებიც და კრახიც სანაპიროს პაპარაცულ ფოტოებზე.
2016 - დეკემბერი - დეკემბერი