მსოფლიოში ბევრი ადამიანი აღმერთებს თავის კუმირს და ყველაფერზეა წამსვლელი იმისთვის, რომ მას მაქსიმალურად დაემსგავსოს. გულშემატკივრების უმეტესობა საყვარელი ვარსკვლავის ჩაცმულობას იმეორებს ან მის შოუზე ბილეთს ყიდულობს: თუმცა სხვები ექსტრემალურ სიტუაციებს მიმართავენ. ისინი მზად არიან საოპერაციო მაგიდაზე დანის ქვეშ მოთავსდნენ, იმის იმედით, რომ რომელიმე ცნობილი ადამიანის გარეგნობით გაიღვიძებენ. შედეგები კი არც ისე სახარბიელოა.
ერთ-ერთი ნიუ-იორკელი დერმატოლოგი გვიზიარებს: "მყავდა პაციენტი, რომელიც უამრავ ექიმთან დადიოდა, რათა ოპერაცია ჩაეტარებინათ და ბრედ პიტს დამსგავსებოდა. ამბობდა, რომ მისი ცხოვრება ასე უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. მსგავსი გადაწყვეტილება ადამიანებს აკვიატებად ექცევათ.". მსგავსი ოპერაციების შემდეგ, შესაძლოა სხეულს დისმორფია დაემართოს, როცა ადამიანი საკუთარი გარეგნობის დეფექტებს ეგუება. ზოგიერთი ქირურგი დისმორფიის საფრთხის შემთხვევაში ოპერაციებზე უარს ამბობს, თუმცა ზოგიერთი მათგანი პაციენტის დაჟინებული თხოვნით თანხმდება.
#1 გოგონამ 50 ოპერაცია ჩაიატარა იმისთვის, რომ ანჯელინა ჯოლის დამსგავსებოდა
სარა ტაბარმა შოკისმომგვრელმა სურათებმა ინტერნეტი დაიპყრო. გოგონა აცხადებდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ საყვარელი მსახიობს დამსგავსებოდა.
#2 ბიჭი, რომელსაც სურს, რომ "შემდეგი" დევიდ ბექჰემი იყოს
ჯეკ ჯონსონმა პლასტიკურ ოპერაციებზე 25 000 $ დახარჯა. "მომწონს მისი ცხოვრების სტილი და გარეგნობა. თუ მისნაირი გარეგნობა მექნება, თავს ბედნიერად ვიგრძნობ"-განაცხადა მამაკაცმა.
#3 ტყუპები, რომლებსაც სურდათ ბრედ პიტს დამსგავსებოდნენ
არიზონელმა მეთ და მაიკ შლეპებმა ოპერაციებზე 25 000 $-ზე მეტი დახარჯეს და ეს ყველაფერი 21 წლის ასაკში მოახერხეს. "ეს ნამდვილად ღირდა. კიდევ ათჯერ გავაკეთებდი. ოპერაციები გოგონების მოხიბვლაში ძალიან დამეხმარა: ყოველდღე ვხედავ ქუჩაში რამდენი გოგო ჩურჩულებს ჩემზე."-აცხადებს ერთ-ერთი ძმა.
#4 მამაკაცი, რომელიც ფიქრობდა, რომ რაიან გოსლინგთან მსგავსების შემთხვევაში მეტ სამუშაოს მიიღებდა
ნიკოლას რაიანმა 5 000 $ ღირებულების მხოლოდ ბოტოქსი გაიკეთა: "ვიმედოვნებ, რომ უფრო მეტ როლზე ამიყვანენ, როცა რაიან გოსლინგს დავემსგავსები. ამიტომაც ვიკეთებ ოპერაციებს."
#5 გოგონა მირანდა ქერის "თითქმის" დაემსგავსა
"როცა პირველად მირანდა ქერი ჟურნალში დავინახე, მაშინვე მოვიხიბლე, მსურდა მისნაირი ვყოფილიყავი. როცა გარშემომყოფებს ჩემი გადაწყვეტილება გავუმხილე, ყველას სურდა გადამეფიქრებინა, მაგრამ მე გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა!" მირანდა ქერი სამხრეთ კორეაში არც ისე პოპულარულია, ამიტომაც გოგონას სურდა სამშობლოში მისი პოპულარობა მოეხვეჭა.
#6 კიმ კარდაშიანის დიდი გულშემატკივარი
25 წლის ჯეიმს პარკს ძალიან სურდა სატელევიზიო ვარსკვლავს დამსგავსებოდა. მამაკაცი გაჩერებას არ აპირებს და მეტი ეფექტურობის მიღწევას ცდილობს.
#7 250 000 $ იმისთვის, რომ ლედი გაგას ჰგავდეს
მომღერალმა დონა მარია ტრეგომ, პლასტიკურ ოპერაციებში გადახდილ დიდძალ თანხასთან ერთად, კოსტიუმებზეც 90 000 $ დახარჯა.
#8 ქეით უინსლეტის გარეგნობის სურვილი
ტეხასელმა დებორა დევენპორტმა ჰოლივუდელ მსახიობთან მსგავსებისთვის 6000 $ გადაიხადა. "მსურდა ისეთ ადამიანს დავმსგავსებოდი, რომელსაც პლასტიკური ოპერაციები გაკეთებული არ აქვს."-განაცხადა ქალბატონმა.
#9 გადაწყვიტა, რომ მის გმირ ჰალკს დამსგავსებოდა
"თუ ამას ერთხელ გააკეთებ, მეორეჯერაც გინდება. ექიმმა მითხრა, რომ შესაძლოა ხელების ამპუტაცია დამჭირვებოდა. საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე და კინაღამ დავიღუპე. ეს ამად არ ღირს!"-განაცხადა რომარიო დოს სანტოს ალვეშმა.