ინსტაგრამზე გავრცელებულ სილამაზის ტრენდებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა: მაკიაჟისა და ვარცხნილობის ტენდეციები რეალურ სამყაროში სწორედ ამ სოციალური ქსელიდან გადმოდის და ვითარდება. წელს განსაკუთრებულად წარბების უცნაური გაფორმება დაგვამახსოვრდა, სტილისტები აქტიურ ექსპერიმენტებს ატარებდნენ და წარბის მრავალფეროვანი დიზაინი და ფორმა შემოგვთავაზეს. ახლახან კი თვალების გაფორმების ინოვაციური ხერხი ვრცელდება: ვარსკვლავებით გაფორმებული ქუთუთო.