როგორ ვიზრუნოთ დაღლილ სახეზე, რომელსაც გამოუძინებლობა ან წვეულებაზე გართობა იწვევს? საშინაო პირობებში სახის კანის მწყობრში მოყვანა არც ისე რთულია, მთავარია საჭირო პროცედურების საიდუმლოებები იცოდეთ.
ამ მიზნისთვის ლიმონი აუცილებელია: ის მდიდარია ვიტამინებით, სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ხელმისაწვდომია მთელი წლის მანძილზე. წარმოგიდგენთ კოსმეტიკური მიზნით მისი გამოყენების ეფექტურ ხერხებს
ლიმნის ნიღაბი
ლიმონს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს - ის ანტიოქსიდანტი და ვიტამინი С-ს წყაროა, რომელიც სახეს ახალისებს. კოსმეტიკური მიზნებისთვის ლიმონთან ერთად, ლაიმიც გამოიყენება.
თვალების გარშემო შავი ჩრდილების მოშორება
დაწურეთ ლიმნის ნახევარი, შეურიეთ მას თბილი წყალი და წაისვით სახესა და კისერზე.
რეგულარული მოვლისთვის მსუბუქი კრემი გამოიყენეთ: აურიეთ წვენი ლიმნის მეოთხედთან და ოთხ სუფრის კოვზ თაფლთან ერთად. ცოტა გაათბეთ და სახეზე 5-7 წუთი გაიჩერეთ.
იყავით ფრთხილად, რათა ლიმნის წვენი თვალის გუგაში არ მოხვდეს.
პროცედურის შემდეგ, მზეზე დიდ დროის გატარება მიღებული არაა.
ნაოჭების წინააღმდეგ
ლიმონი ნაოჭების წინააღმდეგ კარგი დამხმარე ძალაა. აურიეთ 200 მლლ რძე და 150 მლლ მაღალი ცხიმის შემცვლელი ნაღები და გაათბეთ ადუღების მდგომარეობამდე. გადმოიღეთ ცეცხლიდან და ნახევარი დაუჭრელი ლიმონი ჩააგდეთ. ეს საშუალება სახეზე დილას და საღამოს დაიტანეთ.
საშინაო სკრაბის მოსამზადებლად, ორი სუფრის კოვზი ლიმნის წვენი, შაქრის პუდრა და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი აურიეთ. სახეზე წრიული მოძრაობით შეურიეთ და მაშინვე ცივი წყლით დაიბანეთ. ეს პროცედურა კვირაში მხოლოდ ერთხელ უნდა ჩაიტაროთ.