სიყვარული ხშირად გიჟური საქციელებისკენ გვიბიძგებს, მათ შორის ყველაზე გავრცელებული ტატუს გაკეთებაა, რომელიც ხშირად შეყვარებულის სახელს გამოხატავს. ასეთ ნაბიჯს ცნობილი ადამიანებიც დგამენ და მოგვიანებით ალტერნატივის მოფიქრება უწევთ - დაშორების შემდეგ მისი გადაკეთება ხდება ხშირად საჭირო.
#1 ჯონი დეპი
90-იანების დასაწყისში, ჯონი დეპი და ვაინონა რაიდერი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი წყვილი იყო. გრძნობებს აყოლილმა მსახიობმა მხარზე წარწერაც კი გაიკეთა: "ვაინონა სამუდამოდ"(Winona Forever). როცა მათი რომანი დასრულდა, ყოფილი შეყვარებულის სახელი ასოების მსგავსების გამო "ღვინოდ" გადააკეთა(Wino Forever), თუმცა ამან მისი ალკოჰოლისადმი სიყვარულიც გამოამჟღავნა.
#2 ანჯელინა ჯოლი
ანჯელინას ყოველთვის უყვარდა ტატუები, ამიტომაც როცა ბილი ბობ ტორნტონს გაჰყვა ცოლად, სიყვარულის დასამტკიცებლად ტატუს გაკეთება გადაწყვიტა. სამი წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ და ლამაზმანმა ყოფილი შეყვარებულის სახელის ადგილას, შვილების დაბადების დღეების დაწერა დაიწყო.
#3 ჰეიდი კლუმი
როცა გერმანელი სუპერმოდელი მომღერალ სილს გაჰყვა ცოლად, ხელზე მისი სახელი ორიგინალური ფორმით დაიწერა და შვილების გაჩენასთან დაკავშირებით ვარსკვლავების მიმატება დაიწყო. 9 წლიანი ქორწინების შემდეგ, ცოლ-ქმარი დაშორდა, ჰეიდის კი ხელზე მხოლოდ ვარსკვლავების გამოსახულება დარჩა.
#4 კრისტინა აგილერა
როცა კრისტინა აგილერა ჯორდან ბრატმანს გაჰყვა ცოლად, ზურგზე მას სპეციალური ტატუ მიუძღვნა: "მე ვეკუთვნი ჩემ შეყვარებულს და ჩემი შეყვარებული მეკუთვნის მე". როცა ერთმანეთს დაშორდნენ, ტატუს მოშორების საკითხი არ დამდგარა.
#5 მელანი გრიფიტი
მელანი სითამამით ყოველთვის გამოირჩეოდა და ქმარს მხარზე ტატუ სიამოვნებით მიუძღვნა. 2014 წელს ის ანტონიო ბანდერასს დაშორდა და ხელიდან მისი სახელიც გააქრო.
#6 მარკ ენტონი
მუსიკოსმა ჯენიფერ ლოპესის სახელი მასთან დაშორების შემდეგაც დიდხანს დაიტოვა, თუმცა საბოლოოდ დანებდა და ის არაორდინალურ სურათად გადააკეთა.
#7 კეტი პერი
რასელ ბრენდმა და კეტი პერიმ ურთიერთობისას საერთო ტატუები გაიკეთეს: ორივე მათგანის მარჯვენა მხარზე სანსკრიტის წარწერა გაჩნდა: "გავცუროთ ერთი მიმართულებით". 2 წლის შემდეგ მათი ქორწინება დასრულდა და ტატუებიც გაქრა.
#8 ნიკ ქენონი
მერაია ქერის ყოფილმა ქმარმა, ცოლს ზურგზე უზარმაზარი ტატუ მიუძღვნა: ნიკმა სახელი "მერაია" დიდი ასოებით დაიწერა, თუმცა დაშორების შემდეგ, გადაკეთება მოუწია.
#9 ევა ლონგორია
მსახიობი და კალათბურთელი ტონი პარკერი ერთმანეთზე გიჟდებოდნენ. ევამ ქმარს ტატუები მიუძღვნა: ხელის მტევანზე ქორწინების თარიღი, კისერზე კი სიტყვა "ცხრა", რომელიც ტონის საგუნდო ნომერს აღნიშნავდა. 3 წლის შემდეგ, ლონგორია ღალატის გამო ქმარს დაშორდა და ტატუებზეც უარი თქვა.