ქალბატონები მთელ საათს მაკიაჟის კეთებაში ხარჯავენ, რათა თვალები უფრო მეტად გამოკვეთილი და ნათელი გახადონ, მაგრამ ხანდახან საწინააღმდეგო შედეგს იღებენ: პროფესიონალი ვიზაჟისტის აზრით, ისინი ამ შეცდომებიდან ერთ-ერთს უშვებენ:
#1 თვალის ჩრდილის ფერის არჩევა თვალის ფერის მიხედვით
ოდესღაც ეს ოქროს წესად ითვლებოდა, მაგრამ აუცილებელია სიმართლეს თვალი გაუსწოროთ: ყავისფერი ჩრდილი ყავისფერ თვალებს ვერ გამოკვეთავს, ცისფერი კი ცისფერს ვერ შემატებს ხალისს. თუ მაინც მსგავს მაკიაჟს არჩევთ, ტონალობა შეცვალეთ.
#2 ქვედა ქუთუთოს შავი ფანქრის კონტურს უკეთებთ
შავი ფანქარი ყველა ქალბატონის კოსმეტიკის მთავარი ნივთია. ქვედა ქუთუთოს კონტურის შერჩევისას, შავი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაშია მომგებიანი, თუ დიდი ზომის თვალები გაქვთ. სხვა შემთხვევაში მას ძალიან ცუდი ეფექტი აქვს.
#3 არ აკეთებთ კონტურის ჩრდილს
ისმევ ფანქარს, მაგრამ კონტურს ჩრდილს არ უკეთებ - ეს შეცდომა განსაკუთრებით კრიტიკულად გამოიყურება. თვალები ვიზუალურად პატარა ჩანს, გამოხედვა კი "მძიმე".
#4 არ წევთ წამწამებს მაღლა
გრძელი წამწამები განსაკუთრებით ლამაზია, მაგრამ თუ ბუნებამ ამით არ დაგაჯილდოვათ, ეფექტი შექმნას თავად უნდა ეცადოთ.
#5 ძალიან მუქ smoky eyes-ს იკეთებთ
ასეთი მაკიაჟი რაც არ უნდა კარგად იყოს შესრულებული, თვალებს შესამჩნევად აპატარავებს.
#6 ძალიან ღია ფერის ტონალურს ხმარობთ
ისინი ნამდვილად ფარავს შავ ჩრდილებს თვალის გარშემო, მაგრამ მათ ზომას აპატარავებს.
#7 ძალიან მუქ ჩრდილებს იყენებთ
და ამასთან, ისინი არც ბრწყინავს.