20 ნოემბერს Victoria's Secret-ის მოდელები შანხაიში გამართულ მოდის ჩვენებაზე ბრწყინავდნენ. გოგონებმა იდეალური სხეულისა და კანის დემონსტრირება ეფექტურად მოახდინეს. მოდელები რამდენიმე თვით ადრე ცნობილ კოსმეტოლოგს სახის პროცედურების ჩასატარებლად სტუმრობენ. სახის გასუფთავებისთვის სპეციალისტი ჟანგბადის ინექციებს იყენებს: სახიდან აქრობს დაღლილობას, აჯანსაღებს სახის ფერს და წმენდს ფორებს.
ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, ქენდის სვეინპული და ელსა ჰოსკი ბევრ წყალს სვამენ და კონკრეტული სახის ნიღბებს რეგულარულად იყენებენ.
ელსა ჰოსკის განცხადებით, იდეალური გარეგნობისთვის ინგლისური მარილი (მაგნიუმის სულფატი) ეხმარება. თბილ აბაზანაში მისი გამოყენება კანს ძალიან უხდება. ინგლისური მარილი თმისა და ტანისთვისაც გამოიყენება. ამისთვის, ის ბალზამს ან ტანის ლოსიონს უნდა შეურიოთ.
ალესანდრა გამოტყდა, რომ დამატენიანებელი კრემის გარეშე ვერ ძლებს: "საგულდაგულოდ ვიტენიანებ კანს, რათა მას ჯანსაღი იერი ჰქონდეს-აცხადებს სუპერმოდელი-ნაოჭების გასაქრობად კი მზისგან დამცავ კრემს ვიყენებ."
ეფექტური დატენიანებისთვის ჟასმინ ტუკსი ვიტამინ E-ს მიმართავს: "ეს არაჩვეულებრივი ხერხია მშრალი კანის აღდგენისთვის წელიწადის ცივ დროს. ვიტამინი E-ს შემცვლელობის აბებს სახეზე ღამით ვისმევ."
ტეილორ ჰილის განცხადებით, იმისთვის, რომ მაკიაჟის გარეშეც მშვენივრად გამოიყურებოდეს, ქოქოსის ზეთია საჭირო: "ის ყოველთვის ჩემთანაა"-აცხადებს მოდელი.
ფრანგ კამილ როუს ფორმის შესანარჩუნებლად ავოკადო ეხმარება: "მას ყოველდღე ვჭამ და ნიღბების გასაკეთებლადაც ვიყენებ, რომლებსაც შემდეგ სახესა და თმაზე ვისმევ."-აცხადებს მოდელი. ამისათვის ავოკადოს ზეითუნის ზეთი, კვერცხის ცილა და თაფლი უნდა დაამატოთ.