ივნისის ბოლოს როზი ჰანტიგტონი და ჯეისონ სტეტჰემი პირველად გახდნენ მშობლები - წყვილს ვაჟიშვილი გაუჩნდა, რომელსაც ჯეკ ოსკარი დაარქვეს. როგორც მოდის ინდუსტრიას სჩვევია, მოდელი საზოგადოების წინაშე მშობიარობიდან 2 თვეში გამოჩნდა, 5 თვის შემდეგ კი გადაღებებს დაუბრუნდა. ახლა როზი ლონდონში იმყოფება. ერთ-ერთ ღონისძიებაზე ლამაზმანი შავ ასიმეტრიულ კაბაში გამოჩნდა, ღრმა დეკოლტით.
გულშემატკივრების აზრით, შერჩეული ტანისამოსი ლამაზმანის ქალურ ფიგურას არ გამოკვეთდა. თავად როზის აღიარებით ის ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა ფორმას, ამიტომაც სამოსს დიდი სიფრთხილით არჩევს. უჩვეულო ფორმის კოსტიუმმა მოდელის წელი და გრძელი ფეხები გამოკვეთა, მაგრამ დეკოლტე არც თუ ისე მომგებიანი და ეფექტური იყო.
2015-2017
მშობიარობის შემდეგ შეცვლილი სხეულის მიუხედავად, როზი აქსესუარებს მაინც ეფექტურად არჩევს, რათა შედარებით პრობლემატური ზონები დამალოს. ცოტა ხნის წინ ვარსკვლავმა ბავშვის გაჩენის შემდეგ, ფოტოსესიაში პირველად მიიღო მონაწილეობა.
ორსულობამდე
მშობიარობის შემდეგ