მბრწყინავი კანი, მშვენიერი თმა, გრძელი წამწამები და არანაირი ნაოჭები: ეს ყველაფერი იშვიათადაა უფასო. 30 წლის შემდეგ კი სილამაზის შესანარჩუნებლად კოსმეტოლოგის დახმარება და სხვა საშუალებების გამოყენება ხდება საჭირო. სილამაზე ხანდახან არა მსხვერპლს, არამედ ფინანსურ სტაბილურობას მოითხოვს. წარმოგიდგენთ იმ თანხებს, რაც ცნობილ ლამაზმანებს თავის მოვლისთვის სჭრდებათ.
#1 რიანა
რიანას ყველაზე დიდი დანახარჯი მის თმას ხმარდება. ვარსკვლავი მუდამ იცვლის ვარცხნილობას, თმის ფერს და მის მოვლასაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. სტილისტის მომსახურეობაზე მომღერალს კვირაში 16 000 $ ეხარჯება. კოსმეტოლოგთან კი თვეში 50 000 $-ს ხარჯავს.
თვის სრული დანახარჯი 115 ათას $-ს აღწევს.
#2 ქეით მიდლტონი
ვარცხნილობას თითქმის ყოველდღე უკეთებენ. არ უნდა დავივიწყოთ არც კოსმეტოლოგის, ვიზაჟისტის და კბილების სპეციალისტის მომსახურეობა.
თვეში მის მოვლას დაახლოებით 40 000$ ხმარდება.
#3 ანჯელინა ჯოლი
კოსმეტოლოგზე, ვარცხნილობასა და მაკიაჟზე ანჯელინა კვირაში 15 000$-ს ხარჯავს. კანის პრობლემების გამო მას დამატებითი ხარჯები აქვს დერმატოლოგთან - დაახლოებით 25 000$.
თვის საბოლოო დანახარჯი 85 000 $-ს უტოლდება.
#4 გვინეტ პელტროუ
მსახიობი თავს საგულდაგულოდ უვლის: მასაჟი, სახე, თმის აღდგენითი პროცედურები - სულ თვეში 25 ათასი $.
#5 ვიქტორია ბექჰემი
ვიქტორიას პრობლემური კანი აქვს, ამიტომაც კოსმეტოლოგთან კვირაში 15 ათასი $ ეხარჯება.
სულ თავის მოვლაზე თვეში 60 000 $.