ჯანეტ ჯექსონმა უკანასკნელი ორსულობის შემდეგ სხეულის ფორმებით ყველას გაოცება მოახერხა. 51 წლის მომღერალი წითელ ხალიჩაზე საოცრად ეფექტურად წარსდგა - ვარსკვლავს 50 კილოგრამი ჰქონდა მოკლებული.
ვარჯიში
ჯანეტი აქტიურად მისდევს სპორტს. მისმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ჯექსონმა წონის დაკლება არა კარდიო ვარჯიშებით, არამედ ძალისმიერი აქტივობებით მოახერხა. „არ მსურდა, რომ უბრალოდ კილოგრამები დაეკარგა. ჩვენი მიზანი ზედმეტი ცხიმისგან განთავისუფლება იყო. როცა კუნთებს განსაკუთრებულად ამუშავებთ, ცხიმს არამხოლოდ ვარჯიშის დროს, არამედ მის შემდეგადაც წვავთ.
კვების განრიგი
მომღერალმა რაციონი ჯერ კიდევ ორსულობისას შეცვალა: მისი პრიორიტეტი ჯანსაღი საკვები გახდა. მკაცრ დიეტებზე უარი თქვა, თუმცა ბავშვის დაბადების შემდეგ კვლავ მიმართა. მომღერლის დიეტოლოგმა გაამხილა, რომ მისი კლიენტი დღეში 1150-1450 კალორიას იღებდა და დღეში 4-ჯერ პატარა პორციებით იკვებებოდა. ჯანეტმა აღიარა, რომ ყოველთვის დროულად ჭამას ვერ ახერხებდა, რამაც გახდომის პროცესი შეანელა. დიეტის დროს რაციონიდან თეთრი შაქარი, ფქვილისგან, ალკოჰოლისგან და ტკბილი გაზიანი სასმლისგან განთავისუფლდა. დღის განმავლობაში ბევრ ცილას და ბოსტნეულს იღებდა: კვერცხს, ქათმის მკერდს, თევზს...
ძილი
ჯანეტის აზრით, გახდომის პროცესში ჯანსაღი ძილი მნიშვნელოვან როლს თამაშობს.კვლევების მიხედვით, უძილობა მეტ ჭამას იწვევს. დედობის და პოპ-ვარსკვლავობის დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ჯექსონი დღის განმავლობაში ცოტახნით წათვლემას ცდილობს.