თანამედროვე ვარსკვლავები მზად არიან მთელი ქონება იმაში დახარჯონ, რომ ჰოლივუდის სილამაზის სტანდარტებს აკმაყოფილებდნენ. მილიონების დახარჯვის მიუხედავად შედეგი სხვადასხვანაირია: ზოგს უმართლებს, ზოგს კი ნაკლებად.
#10 პამელა ანდერსონი
სერიალ "მაშველების" შემდეგ, პამელა ანდერსონი 90-იანების მთავარი სექს-სიმბოლო გახდა. თუმცა მსახიობი არასდროს მალავდა, რომ მისი გარეგნობა პლასტიკური ოპერაციების დამსახურება იყო, პირიქით ამით ამაყობდა კიდეც.
მხოლოდ მკერდის ცვლილებებისთვის ლამაზმანმა 8000 $ დახარჯა, სხვა პროცედურებთან ერთად კი 11 000 $.
#9 ნიკი მინაჟი
კარიერის დასაწყისში ნიკი ნიჭიერი გოგონა იყო საინტერესო გარეგნობით, თუმცა დიდება იმ სხეულის ფორმებით მოიპოვა, რომლებიც პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ერგო.
კანი 1000 $-ად გაიღიავა, რინოპლასტიკა 6000 $ დაუჯდა, 5000$ კი სილიკონის უკანა ტანში გადაიხადა. სულ ნიკიმ 12 000 $ დახარჯა.
#8 ვიქტორია ბექჰემი
ლოყების ინექცია, ტუჩის კორექცია, ბოტოქსი, ლიფტინგი და მცირეოდენი რინოპლასტიკა - ვიქტორიამ ქირურგთან 19 000 დოლარი დახარჯა.
#7 მეგან ფოქსი
მეგანმა ჰოლივუდი ერთი როლით მონუსხა - ფილმით "ტრანსფორმერები". მსახიობმა 4 000 $ მკერდის გაზრდისთვის და ამდენივე ტუჩებისა და ლოყებისთვის დახარჯა. 10 000 დოლარზე მეტი კი რინოპლასტიკაში გაფლანგა.
ლამაზმანის საბოლოო დანახარჯი 23 000 $-ს უტოლდება.
#6 დონატელა ვერსაჩე
მოდის ინდუსტრიის მთავარ ავტორიტეტსა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქალბატონს პლასტიკურ ოპერაციებში თანხა არ ენანება.
საბოლოო დანახარჯი 25 ათას $ს უტოლდება.
#5 ქეთლინ ჯენერი
კარდაშიანების ოჯახი პლასტიკურ ოპერაციებს აღმერთებს! ბრიუს ჯენერს სქესის შეცვლისთვის ათობით ოპერაცია დასჭირდა. მისმა დანახარჯმა 60 000 $-ს მიაღწია.
#4 კრის ჯენერი
კრისმა ქირურგთან ქმარზე ოდნავ მეტი დატოვა: ცხვირი, თვალები, მკერდი, მუცელი.... სულ 70 000 დოლარი დახარჯა.
#3 კიმ კარდაშიანი
დედას კი კიმმა აჯობა - ათობით ოპერაციის მიუხედავად, კიმს საოცრად ბუნებრივი იერი აქვს. ლამაზმანმა იმიჯისთვის 80 000 $ დახარჯა.
#2 კაილი ჯენერი
კარდაშიანების ოჯახიდან ყველაზე ძვირადღირებული პლასტიკური ოპერაციები კაილიმ ჩაიტარა. მხოლოდ ტუჩებისთვის ლამაზმანმა 2 მილიონი დოლარი დახარჯა.
#1 ჯოსელინ ვილდენშტეინი
ყველაზე ძვირადღირებული პლასტიკური ოპერაციებით კი ეს მილიარდელი ქალბატონი გამოირჩევა. ოპერაციების გაკეთება ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის დაიწყო და საბოლოოდ ამ "გართობაში" 2 მილიონზე მეტი შემოეხარჯა.