დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: ნაომი კემპბელს წელს 47 წელი შეუსრულდა. ყოველდღიური თავის მოვლის, ვარჯიშის და დაბალანსებული დიეტის წყალობით, 90-იანების ტოპმოდელი თავის ასაკზე 20 წლით ახალგაზრდად გამოიყურება. როგორ შეუძლია 47 წლის ქალბატონს 30 წლის ლამაზმანად გამოიყურებოდეს?
დილას ვარსკვლავი ლიმნიანი ცხელი წყლით იწყებს. თბილი წყალი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის სასარგებლოა და ტოქსინებს გამოდევნის.
ყავის ნაცვლად ნაომი მწვანე ჩაის სვამს. მსუბუქი საუზმის შემდეგ მოდელი იოგითა და პილატესით კავდება. დილის ვარჯიშს ერთი ჭიქა ფრეშით ამთავრებს, რომელსაც კომბოსტოსგან, მწვანე ვაშლისგან ან კიტრისგან აკეთებს.
„შემდეგ შხაპს ვიღებ. შხაპისთვის ყოველთვის ბავშვის საპონს ვიყენებ. ასევე ქუთუთოების კრემს ვხმარობ. დღის განმავლობაში სახესთან ერთად ტანის დატენიანებასაც ვახერხებ.“-აცხადებს მოდელი.
ნაომი აღიარებს, რომ პლასტიკურ ქირურგთან ვიზიტს არ აპირებს.
სამსახურში კემპბელი ბერძნულ თხილს, ფინიკს, გარგარს და ხმელ ხილს ატარებს. ნაომის ჩანთაში ასევე მინერალურ წყალსაც აქვს ადგილი: „ისეთ პროდუქტებს არ ვიღებ, რომლებიც შაქარს შეიცავს და ბევრ წყალს ვსვამ“.
ცოტა ხნის წინ სუპერმოდელი ვეგეტარიანელი გახდა: “მას შემდეგ რაც ხორცზე უარი ვთქვი, სიმსუბუქეს ვგრძნობ და თავი უფრო ჯანმრთელი მგონია. კვირაში 2-3 ჯერ ორგანიზმს წვენის დიეტით ვასუფთავებ.“
სადილზე ნაომი სალათს და ბოსტნეულს ჭამს: „ხანდახან აზიურ საკვებს, სეითანს ვუკვეთავ, გემოთი ხორცს ჰგავს, სინამდვილეში კი ხორბლისგან მზადდება.“ კემპბელი საღამოს 8 საათის შემდეგ არ ჭამს, შესაბამისად ვახშამს ყოველთვის ტოვებს.
„გამონაკლის შემთვევებში, თუ საღამოს მეგობრებს ვხვდები, მათთან ერთად ვვახშმობ, მაგრამ ვცდილობ მსუბუქი კერძი ავიღო. არ ვსვამ ალკოჰოლს და ხანდახან თავს დესერტით ვაჯილდოვებ."