არავინ დაობს, რომ 43 წლის ასაკში ვიქტორია ბექჰემი საუცხოოდ გამოიყურება. Spice Girls-ის ყოფილ სოლისტს ტანისამოსის საკუთარი ხაზი აქვს და Estee Lauder-თან ერთად კოსმეტიკის კოლექციას ქმნის. ბრიტანელი ლამაზმანი კარიერასა და 4 შვილის გაზრდას ერთნაირი წარმატებით ახერხებს. დევიდ ბექჰემის მეუღლე თავს სახლის პირობებში განსაკუთრებით უვლის, რაზეც თვეში 1650$-ს ხარჯავს და ეს ყველაფერი სალონის პროცედურების გარეშე.
სახე
ფოტოებზე, რომლებზეც ვიქტორია თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოდის, კანი ყოველთვის იდეალური და მოვლილი აქვს. საიდუმლო სწორ მოვლაშია, ისევე როგორც სახლში, ასევე ფრენისას. დიზაინერი ფრენამდე სახეს საგულდაგულოდ ისუფთავებს, შემდეგ კი სპეციალურ კრემს ისვამს, რომელიც ფრენისას კანს მშრალი ჰაერისგან იცავს.
რაც შეეხება ყოველდღიურ მოვლას, ვიქტორია დღეს მსუბუქი პილინგით იწყებს. საღამოსაც მსგავსი პილინგის შემდეგ, დამატენიანებელ ნიღაბს იკეთებს, შემდეგ გამაჯანსაღებელ ლოსიონს და კანსაც მაკიაჟისთვის სრულ მზადყოფნაში ამყოფებს.
მაკიაჟი
ვიქტორია ბექჰემის საყვარელი პროდუქტი მისივე შექმნილია: ტუჩის ბალზამი Estée Lauder Aura Gloss, რომელსაც ცოტაოდენი დოზით წარბებზე, ლოყებსა და ცხვირზეც ისვამს. მნიშვნელოვანი გამოსვლებისთვის ტონალურ კრემს იყენებს.
ვიქტორიას ლეგენდარული მაკიაჟის საბოლოო შტრიხი ყვრიმალებზე გაკეთებული აქცენტი და კატისებრი თვალებია. ამისთვის ის ლოყის ფხვნილს, თვალის ფანქარს და ტონალობის მიმცემ კრემს იყენებს.
ტანი
სილამაზის ინდუსტრიაში ტანის აღმდგენ ზეთზე Elemis Japanese Camellia Body Oil Blend-ზე ლეგენდები დადის: ვიქტორია ყველა ორსულობის დროს მას იყენებდა. კანის დატენიანებისთვის კრემს Weleda Skin Food-ს იყენებს. პროდუქტს სხეული მომენტალურად იწოვს. სანაპიროზე, მას შეიძლება ქოქოსის ზეთი დავუმატოთ, რათა უფრო თანაბარი რუჯი მივიღოთ.
თმა
ვიქტორიას ფავორიტი თმის მოვლის საშუალება Oribe-ის შამპუნი და კონდიციონერია, რომლებიც თმას კვებას და წმენდს, რის შემდეგადაც სასიამოვნო არომატს ტოვებს. რაც შეეხება შეღებვას, ის მხოლოდ ერთ სტილისტს ენდობა, რომლის გამოც ლონდონიდან ლოს-ანჯელესში მიფრინავს.