ჩვენი საყვარელი ვარსკვლავი ლამაზმანები ხშირად გასაოცარი მაკიაჟითაც შთაგვაგონებენ. გამოიყურებიან მიმზიდველად და ამისთვის ხანდახან დიდ ძალისხმევას საერთოდ არ ხარჯავენ: წარმოგიდგენთ იმ საკულტო მაკიაჟის მაგალითებს, რომელთა გამეორებასაც ნებისმიერი შეძლებს.
#1 მერილინ მონრო
მუქი თვალები, ტეხილი წარბები, წითელი ტუჩები - ჰოლივუდის სამყაროს ყველაზე მგრძნობიარე ქალბატონი, მერლინ მონრო, მხოლოდ ზედა წამწამებს იღებავდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მისი თვალები ქუთუთოებს ამძიმებდა, თუმცა ის არაამქვეყნიურად ქალურად გამოიყურებოდა. მსგავსი მაკიაჟით და მხოლოდ მოკლე ვარცხნილობით მონრომ შეძლო ეპოქის მნიშვნელოვანი სექს-სიმბოლო გამხდარიყო.
#2 სინდი კროუფორდი
ნატურალური ტონალობები: ხორცისფერი და ყავისფერი გამა, კარგად დამუშავებული წარბები, კლასიკურად შეღებილი ქუთუთოები, მხოლოდ წამწამების გამოკვეთა... ტუჩებს ღია ყავისფერი ფერი დაამატეთ და სინდი კროუფორდის მშვიდ და ბრწყინვალე მაკიაჟს მიიღებთ.
#3 კლაუდია შიფერი
გერმანელ მოდელს ადრე ფრანგი მსახიობის, ბრიჯიტ ბარდოს იმიჯის გამეორება ძალიან უყვარდა. ამას კი თვალებზე აქცენტით ახერხებდა. მისი საყვარელი ხერხი თვალებზე ფანქრით ჩრდილის გაკეთებაა, ტუჩები კი ხორცისფერი ტონალობის.
#4 ანჯელინა ჯოლი
წვრილი კონტურები თვალს "კატისებრ გამოხედვას" მატებს. ტუჩები კი ნეიტრალური ფერის უნდა იყოს - 2000-იანებში ანჯელინას მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ ქალად მიიჩნევდნენ.
#5 რიანა
სექსუალურ ლამაზმანებს შორის ყველაზე ექსტრავაგანტური ქალბატონი - რიანა სქლად შეღებილ წამწამებს, თეთრ ჩრდილებს, სწორხაზოვან წარბებს და მუქ არაპრიალა ტუჩებს მიმართავს. ასეთი ექსპერიმენტის გამეორება საშიშია, თუმცა რისკი ამად ღირს.
#6 კიმ კარდაშიანი
კიმის სექსუალური მაკიაჟი დღეს ასეთია: კონტურები, დიდი ზომის წამწამები და ხორცისფერი ტუჩები.