მსოფლიო მოდის საკულტო გოგონა, ქეით მოსი, დღემდე ყველას აოცებს საკუთარი სილამაზით. მოსს მოვლის განსაკუთრებული რეჟიმი აქვს და ამის გამხელას არ ერიდება.
“ყინულიან წყალში თავის ჩაყოფა საუკეთესო ხერხია: გაავსეთ ჯამი ყინულის კუბებით, ცივი წყლით და კიტრის ნაჭრებით. გააჩერეთ თავი მასში იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც შეძლებთ.“
“მიყვარს კანის სიჯანსაღის შეგრძნება, რომელსაც 2 დღის ქალაქგარეთ გატარება იწვევს. სამსახურში ბევრ მაკიაჟს ვატარებ, სუფთა ჰაერი კი დასვენების დღეებში საუკეთესო გავლენას ახდენს მასზე.“
„ჩემი ღამის რუტინა ძალიან მარტივია. ყველაფერს ვიშორებ და ინტენსიურ კრემს ვისვამ.“