რამდენიმე წლის წინ, კენდალ ჯენერის მამამ სქესი შეიცვალა და გადაწყვიტა ცხოვრება ქალბატონის სტატუსით გაეგრძელებინა. ცოტა ხნის წინ, კი ისტორიაში პირველად, "ფლეიბოის" ნოემბრის თვის მთავარი გმირი ტრანსგენდერი მოდელი გახდა. ტრანსგენდერი ქალბატონები სილამაზის და მოდის სამყაროს წარმატებულად იპყრობენ.
#1 ინეს რაუ
ფრანგი მოდელის სახელი Playboy-ის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა: "ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროში, როცა გენდერულ ნორმებზე წარმოდგენა იცვლება"-განაცხადა ჟურნალის დამაარსებლის მემკვიდრემ, კუპერ ჰეფნერმა.
#2 ქეთლინ ჯენერი
ტელეშოუ Keeping up with Kardashians-ის ვარსკვლავის, ბრიუს ჯენერის სქესის შეცვლის ოპერაციამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ცოტახანში მამაკაცი Vanity Fair-ის ყდაზე უკვე ქალის იმიჯით მოხვდა და მოგვმართა: "ქეთლინი დამიძახეთ!". ჟურნალმა Glamour იმ წელს მას "წლის ქალბატონის" წოდებაც კი მიანიჭა.
#3 ვალენტინა სამპაიო
2017 წლის მარტში, ფრანგული Vogue-ის გარეკანზე ტრანსგენდერი მოდელი პირველად გამოჩნდა: ეს ბრაზილიელი ვალენტინა სამპაიო იყო. გამოცემის რედაქტორის განცხადებით, სამპაიო ყდაზე ინდივიდუალური და გასაოცარი გარეგნობის გამო მოხვდა.
#4 ჰარი ნეფი
კიდევ ერთი პოპულარული ტრანსგენდერი მოდელი ცოტა ხნის წინ ბრენდ Gucci-ის სარეკლამო კამპანიის სახე გახდა.
#5 ევერი ჯექსონი
2017 წლის იანვარში, National Geographic-ის ყდაზე ბავშვი ტრანსგენდერი გამოჩნდა. 9 წლის ევერი უკვე 4 წელია საკუთარ თავს გოგონად მიიჩნევს. გამოცემის ნომერი მთლიანად ბავშვებს მიეძღვნათ: როგორ განსაზღვრავს სქესი მომავალ ბედს. ჟურნალისტმა მსოფლიოს 8 ქვეყნის 80 ბავშვი გამოკითხა, რომ გაეგო როგორი გავლენა აქვს მათ სქესს მათ ცხოვრებაზე. "საუკეთესო რამ გოგოდ ყოფნაში არის ის, რომ ახლა აღარ მიწევს ვინმეს თავი ბიჭად მოვაჩვენო"-აცხადებს ევერი.
#6 ლავერნ კოკსი
ლავერნი სერილის orange is the new black-ის ვარსკვლავია, სადაც ტრანსგენდერ პერსონაჟს თამაშობს. ლავერნი პირველი ტრანსგენდერია, რომელიც ჟურნალ Time-ის ყდაზე მოხვდა და ემის ნომინაცია მიიღო. ის აქტიურად იცავს ტრანსგენდერების, ქალების და ჰომოსექსუალების უფლებებს.