წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავებს ძირითადად ერთნაირი იმიჯით ვხედავთ - მათი გარეგნობა ისეთი ინდივიდუალურ შტრიხებს მოიცავს, რომელთა გარეშეც მათ სილამაზეს ვერ წარმოვიდგენთ. ვნახოთ შემთხვევები, როცა ამ ძირითადი დეტალის გარეშე გამოჩნდნენ ლამაზმანები ფოტობიექტივის წინ და შევადაროთ მათი იმიჯი:
#1 არიანა გრანდე
მომღერალი მუდამ მაღლა აწეული თმის ვარცხნილობას ატარებს და გაშლილი თმით ოდნავ უცხოდაც კი აღვიქვამთ.
#2 კარა დელევინი
კარამ სამოდელო ბიზნესში ინდივიდუალურობა მუქი წარბებით გამოიჩინა. 2015 წელს კი Givenchy-მ მისი გაღიავება სცადა.
#3 ტეილორ სვიფტი
მომღერლის საფირმო იმიჯი კატისებრ თვალებსა და წითელ ტუჩსაცხში მდებარეობს. ერთხელ ექსპერიმენტი სცადა:
#4 გვენ სტეფანი
გვენსაც წითელი ტუჩებითა და შავი თვალებით ვცნობთ.
#5 ზოი დეშანელი
ზოი წაბლისფერი თმითა და შუბლზე ჩამოყრილი თმით გვხიბლავს. ერთხელ, რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და ქერა კარეთი მოგვევლინა.
#6 ჯიჯი ჰადიდი
ჯიჯი გრძელ ოქროსფერ თმასთან ასოცირდება, ბიჭური თმის მორგება მისთვის ჯერ სტიუარტ ვეიცმანის სარეკლამო კამპანიაში, შემდეგ კი ტომ ფორდის ჩვენებაში სცადეს.
#7 რიტა ორა
მომღერლის მთავარი იმიჯი ქერა თმა და წითელი ტუჩსაცხია. 2014 წელს რიტამ უპირატესობა ვარდისფერ ფერს მიანიჭა.
#8 ლორდი
ლორდს ბუნებრივად ხვეული თმითა და მუქი ფერის ტუჩსაცხით ვხედავთ. 2016 წელს, მან მეტ სიმსუბუქეს მიმართა.