ემა სტოუნი 29 წლის გახდა - ჰოლივუდელი ლამაზმანი უკვე "ოსკარის" მფლობელია, წითელი ხალიჩის ვარსკვლავის სტატუსს ფლობს და თანამედროვეობის ერთ-ერთი უნიჭიერესი მსახიობია. კინოინდუსტრიაში მას მრავალფეროვანი როლებით ვიცნობთ. დრამატული, თამამი თუ მხიარული გოგონას იმიჯით გულშემატკივრებს გულს ყოველი ახალი ფილმის გამოსვლისას იპყრობს. ვუდი ალენის მუზა 2017 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობი გახდა.
შევაფასოთ განუმეორებელი ლამაზმანის სილამაზის ხერხები და საიდუმლოებები:
#1 თმა
ემას ექსპერიმენტები ძალიან უყვარს. ბუნებრივად ქერამ, წაბლისფერი და წითელი თმაც გამოსცადა. თავს ყველაზე კარგად წითურ თმაში გრძნობს: "დედა წითურია და ალბათ მის გამო."-აცხადებს მსახიობი.
#2 მაკიაჟი
წითელი ღვინისფერი, ვარდისფერი და ყავისფერი - ემას ნათელი ფერების ტუჩსაცხები მოსწონს და ხორცისფერ ტონალობებს გაურბის. თვალებზე აქცენტს ფერადი ჩრდილებით აკეთებს და აუცილებლად ისვამს ტუშს.
#3 მოვლა
მისი აღიარებით, ალერგიის გამო კანის მოვლის საშუალებებს რთულად არჩევს. სკრაბის მაგივრად, სოდას ან ყავისფერ შაქარს მიმართავს. კანის სიმშრალეს კი ზეთებით ებრძვის: ქოქოსის, არგანის, ყურძნის ან ზეთისხილის. ქოქოქსის ზეთი თმის ხარისხს, ხშირი შეღებვის მიუხედავად, უნარჩუნებს.
#4 დიეტა და სპორტი
"უბრალოდ ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო"-პასუხობს ემა დიეტების შესახებ კითხვებს. როგორც მსახიობი აღიარებს, რომ არანაირ საკვებს არ იზღუდავს, თუმცა გადაღებების დაწყებამდე თავი ხელში აჰყავს და მავნებელ პროდუქტებს რაციონიდან იღებს. წონის შენარჩუნება უჭირს, ამიტომაც რეგულარულად ვარჯიშობს, ცურავს და მასაჟზე დადის. "მთავარი წესი ჯანსაღი ძილია!"-გვარწმუნებს სტოუნი.