დღიურად ორი ლიტრი წყლის დალევის აუცილებლობის შესახებ ყველამ იცის. გაციებულმა ადამიანმა, რომ 5-6 ლიტრი უნდა მიიღოს, ეგ ბევრმა სამწუხაროდ არ იცის. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გაციება და გრიპი ადამიანებს თითქმის ყოველთვის სტუმრობს.
დალიეთ ბევრი
ვირუსი ორგანიზმის ერთგვარი ინტოქსიკაციაა, ამიტომაც მისი „გამორეცხვაა“ საჭირო. ბევრის დალევით, ინფექციას არ აძლევთ საშუალებას კუჭში დიდხანს გაჩერდეს.
ვიტამინი C
ის სტიმულს აძლევს იმუნურ სისტემას. კომპოტი, ჩაი ლიმნით და სხვა დანამატებით - ფეხზე უცებ წამოგაყენებთ. მაგალითად, მალინა ინფექციას კლავს და ტემპერატურას წევს. სასმლის ხარისხს მნიშვნელობა აქვს - ასე გამოდევნით ტოქსინებს და ძალებს აღიდგენთ.
მჟავა ყოველთვის კარგი არაა
თუ ყელი გტკივათ, ბევრი უნდა დალიოთ, მაგრამ არა მჟავა, მხოლოდ თბილი წყალი. ძალების აღსადგენად რძე თაფლით და მინერალური გაზიანი სასმელები გამოიყენეთ. ქათმის ბულიონიც სამკურნალო „დასალევში“ მოიაზრება.
თბილი
ძალიან ცხელი სასმელი არც ისე მიღებულია. ის ორგანიზმის ტემპერატურას ოდნავ უნდა აღემატებოდეს.