შვეიცარიულმა საკონდიტრომ Barry Callebaut ახალი - ვარდისფერი შოკოლადი შექმნა. შოკოლადს სახელიც შეურჩიეს - Ruby, კონდიტერების განცხადებით Ruby-ს შესაქმნელად მათ რამდენიმე ათწლეული წელი დასჭირდათ.
რთული დასაჯერებელია, მაგრამ შოკოლადს ვარდისფერ შეფერილობას საღებავები არ სძენს, ამ ფერის მისაღებად სპეციალური წითელი კაკაოა გამოყენებული. როგორც ცნობილია, ვარდისფერ შოკოლადს კრემისებრი სტრუქტურა და კენკრის მსუბუქი არომატი აქვს. კონდიტერები გვპირდებიან, რომ ახალი პროდუქტის გასინჯვა ნახევარი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
მსოფლიოში ამჟამად სამი სახის შოკოლადი არსებობს: მწარე, რძიანი და თეთრი. შოკოლადის ახალი სახეობა უკანასკენლად 1930 წელს შეიქმნა - გასულ საუკუნეში მსოფლიოში პირველად გასინჯეს თეთრი შოკოლადი.