გუჩი მეინისა და კეიშია კაიორის სახელები ერთი შეხედვით არაფერს არ გვეუბნება, თუმცა წყვილმა სოციალურ ქსელებში პოპულარულობს მოპოვება თავიანთი ქორწილის ვიდეოს გავრცელების შემდეგ მოახერხეს. წყვილს ქორწილში 75 ათასი დოლარის ღირებულების ტორტი ჰქონდა, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ მისი დაჭრა მხოლოდ ხმალის საშუალებით მოხერხდა.
სამმეტრიანი ტორტის სურათები და ვიდეოები გუჩიმ საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა, მან პოსტს წარწერაც დაურთო: „გუჩიმ არ იცის როგორ დაჭრას საკუთარი საქორწილო ტორტი, მიუხედავად იმისა, რომ ცოლიც უჭერს მხარს“.