ჩვენ გვგვონია, რომ ცნობილი ადამიანები ჩვენგან ძალიან განსხვავდებიან, ისინი ყველაფერს ჩვნეგან განსხვავებულად აკეთებენ - იცვამენ ძვირადღირებული ბრენდების ტანსაცმელს, ისვენებენ არაჩვეულებრივ სასტუმროებში, მიირთმევენ განსხვავებულ კერძებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ასე არ ხდება. ამის დასამტკიცებლად კი წარმოგიდგენთ ვარსკვლავების საყვარელ კერძებს, შესაძლოა ბევრი მათგანი დაემთხვეს თქვენს გემოვნებას.
1. ბილ გეითსი
პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის საყვარელი საკვები ამერიკული სწრაფი კვების ობიექტების კერძებია: ბილ გეითსის ყოველდღიური სადილი ჩიზბურგერისგან ან ბიგმაკისგან და დიეტური კოლ-კოლისგან შედგება.
მიუხედავად ბილ გეითსის გულწრფელი სიყვარულისა, ის ბიზნეს შეხვედრებისთვის იაპონურ რესტორნებს არცევს, რადგან მიიჩნევს, რომ მსგავსი ადგილები დადებითად მოქმედებს მნიშვნელოვანი მოლაპრაკებების დროს.
2. მადონა
საკუთარ არაჩვეულებრივ სხეულს პოპ-დივა ვეგეტარიანული დიეტების საშუალებით ინარჩუნებს. მომღერლის გასტრონომიული ასკეტიზმი მის არჩვენაშიც იგრძნობა - მადონა ტკბილელს ახალი კომბოსტოთი და ჯინჯერის ჩაით ანაცვლებს.
3. სტივენ კინგი
„საშინელებათა ჟანრის მეფის“ სადილი ორი ჩვეულებრივი კერძისგან - ხორცისა და კარტოფილისგან შედგება. სადილის შემდეგ მწერალი მუშაობისთვის ემზადება და დესერტად ჭიქა ყავასა და სახლში მომზადებულ ჩიზქეიქს მიირთმევს.
4. ჯულია რობერტსი
ყველაზე ლამაზი ღიმილის მატარებელი ქალი დარწმუნებულია, რომ საკვების სარგებლიანობა დამოკიდებულია არა მის კალორიულობაზე, არამედ იმაზე, თუ რა ემოციებს იწვევს ის შენში. ამიტომ საღამოობით მსახიობი შოკოლადის ორცხობილასა და ერთ ჭიქა ღვინოს მიირთმევს. მისი საყვარელი სადილი ქათმის სალათი და ჭიქა წყალია.
5. ბარაკ ობამა
აშშ-ს ექს პრეზიდენტის საშინაო ლანჩი შესაძლოა სასარგებლო საკვების მაგალითადაც კი აღვიქვათ. მას უყვარს მწვანე ჩაი და ორაგული, თუმცა რესტორნებში ის სიხარულით მიირთმევს ჩიზბურგერსა და კარტოფილ ფრის.
6. ჟიზელ ბიუნდჰენი
ბოსტნეულის „კალეიდოსკოპი“, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მაღალანზღაურებადი მოდელი ირჩევს, მისთვის არ არის ერთადერთი დიეტური საკვები. ლამაზმანი სახლში არ ინახავს ისეთ პროდუქტებს, რომელიც შეიცავს შაქარსა და ფქვილს, ხილი და ბოსტნეული კი საკუთარი სახლის ეზოში მოჰყავს.
7. არნოლდ შვარცენეგერი
სპორტის ცოცხალი ლეგენდა ასაკის მიუხედავად საკუთარ დიეტას მაინც იცავს - მეტი წონა + ნაკლები ცხიმი. მისი საყვარელი საკვები ბოსტნეული, სტეიკი და წყალია.
8. ოპრა უინფრი
ამერიკული ტელევიზიის სიმბოლო ოპრა უინფრი სწორი კვების პროპაგანდას მისდევს და ცდილობს თავი აარიდოს შემთხვევით წახემსებებს. მისი საყვარელი საკვებია კომბოსტოსა და ვაშლის სალათი, პომიდორის სუპი და წყალი. სწორედ ეს დიეტა დაეხმარა მას 28 კილოგრამის დაკელბაში.
9. დევიდ ბექჰემი
მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული ფეხბურთელის კარიერა დასრულდა, მისი გასტრონომიული წესები დღემდე უცვლელი რჩება - დიდი რაოდენობით ცილები, არავითარი ცხიმიანი საკვები და კომპლექსური ნახშირწყლები. მისი საყვარელი საკვებია კარტოფილის პიურე და წვენი.
10. მაიკლ ფელპსი
26 წლის მსოფლიო ჩემპიონი არაფერზე არ ამბობს უარს. მას უცნაური დიეტა აქვს შემუშავებული, რომელიც ძალიან კალორიული პროდუქტებისგან შედგება - მაიკლი ყოველდღიურად 12 ათას კალორიას იღებს. მისი საყვარელი სადილი ორი ყველიანი ლორის სენდვიჩისგან, პომიდვრის სოუსიანი პასტისა და ენერგეტიკული სასმელისგან შედგება.