რა შეიძლება იყოს სალათზე მარტივი გასაკეთებელი? ახალი სალათის ფოთლები, ბოსტნეული, შევურიოთ და გემრიელი და სასარგებლო კერძიც მზად არის. სწორედ ამიტომ ვარსკვლავებს სალათები ძალიან უყვართ და თითქმის ყოველ მათგანს მისი მომზადების საკუთარი რეცეპტი აქვს.
კრის ტეიგენი
ინგრედიენტები: სალათის ფოთოლი, ვაშლის ნაჭრები, წითელი ხახვი, კაკალი, ლურჯი ყველი.
სალათი განსაკუთრებულ გემოს მიიღებს, თუ კაკალს კაივნეს წიწაკასთან ერთად შეწვავთ და დაამატებთ ცოტა ზეითუნის ზეთსა და წითელ ღვინოს.
ბიონსე
ინგრედიენტები: კომბოსტო, კიტრი, სტაფილო, ზღვის მცენარეები, კალიანო, მწვანე ხახვი, შემწვარი ნუში.
მომღერალი სალათში დამატების სახით იყენებს ტაჰინის ნარევს, ლიმონის წვენს, ნიორს, ზეთისხილს და ზეითუნის ზეთს.
სელენა გომესი
ინგრედიენტები: ინდაური, ავოკადო, ლობიო.
დამატების სახით ღვინის ძმარს, ზეითუნის ზეთს, მდოგვსა და ლიმონის წვენს იყენებს.
ჯენიფერ ენისტონი
ინგერდიენტები: ბულგარული, კიტრი, ოხრახუში, პიტნა, წითელი ხახვი, ქათამი, ფეტას ყველი.
ვარსკვლავი ამბობს, რომ სალათის ორიგინალ ვერსიაში ბულგარულის ნაცვლად სალათის ფოთლებს იყენებენ, თუმცა მისმა ცვლილებამ კერძი უფრო გემრიელად და საინტერესოდ აქცია.
მირანდა კერი
ინგრედიენტები: გრილზე შემწვარი ორაგული, ცერეცო, წვანე ზეთისხილი, პომიდორი, სტაფილო.
სუპერმოდელი გამოტყდა, რომ ამ სალათს თითქმის ყოველ დღე მიირთმევს, დამატების სახით კი ის ლიმონის წვენს იყენებს.
ჯულია რობერტსი
ინგრედიენტები: პანჩეტა, კომბოსტო, ფისტა, ყველი მანჩეგო, კვერცხი.
ჯულია რობერტსის სალათის რეცეპტი განსხვავდება ორიგინალისგან: მას დამატებული აქვს ცხვრის ყველი, იტალიური ღორის ხორცი და კვერცხი.
კიმ კარდაშიანი
ინგრედიენტები: ისპანახი, ქათმის შემწვარი ფილე, ყველი.
დიეტის მოყვარული ვარსკვლავი ამტკიცებს, რომ ამაზე გემრიელი სალათი არ არსებობს. მართალია ეს სალათი მისთვის პირველ ადგილზეა, თუმცა კიმს სხვა საყვარელი სალათიც აქვს - ინდაურის ფილეს სალათი. ინგრედიენტები: ინდაურის ფილე, მოცარელა, ტომატი, ხორბალი და მზესუმზირა.