დესერტი შესაძლებელია იყოს არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ესთეტიკურად ლამაზიც, ამას კი დინარა კასკოც ამტკიცებს, რომელიც ალგორითმული მოდელის მიხედვით აცხობს ნამცხვრებს. კონდიტერი წინასწარ ქმნის ნამცხვრის მოდელს კომპიუტერის საშუალებით და შემდეგ იდეალური სიმეტრიით გადმოაქვს რეალობაში.
ინჟინერის მეთიუ შლიანის ნამუშევრებით შთაგონებულმა კონდიტერმა დინარა კასკომ შექმნა ნამცხვარი, რომელიც 81 უნიკალური ფორმის ნამცხვრისგან შედგება და ერთობლიობაში გეომეტრიულად იდეალურად განლაგებულ ნამცხვარს ქმნის. უგემრიელესი შიგთავსი ვარდისფერი შოკოლადითაა დაფარული, რაც ვიზუალურად კიდევ უფრო მიმზიდველად აქცევს ტკბილეულს.