ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ არ საუზმობს და ამაზე განმარტებაც კი აქვთ: ყოველ დილას საკვების მიღების შემდეგ ისინი თავს უფრო მშიერად გრძნობენ ვიდრე უზმოზე. გეცნობათ? თუმცა შეიძლება ეს არ იყოს შიმშილის შეგრძნება, მათ ხომ ისაუზმეს. სინამდვილეში მათ არასწორი საკვები მიირთვეს.
1. სიარულის დროს იკვებებით
საუზმის დროს ძილში ხარჯავთ, შემდეგ გზად საცხობში ყიდულობთ საკვებს და ცდილობთ მოასწრო მანამდე, სანამ დანიშნუბელის ადგილამდე მიხვალთ. ფიქრობთ რომ ეს ზიანს არ გაყენებთ? დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად ვიქნებით კონცეტრირებული ჩვენს საკვებზე? სიარულის დროს ჩვენს მიერ მიღებული საკვების კალორიები უფრო გვერგება. ამას გარდა, სიარულის დროს მირთმეულმა საკვებმა შეიძლება უამრავი ზიანი მიაყენოს ჩვენს ორგანიზმს.
2. დიდი რაოდენობით შაქარს მიირთმევთ
მშრალ საკვებში ბევრი შაქარია, რომელიც ადვილად ასიმილირდება ორგანიზმში ამიტომ შიმშილის შეგრძნება მალე ჩნდება. დაიმახსოვრეთ: დილაობით დიდი რაოდენობით შაქრის მიღება არ შეიძლება.
3. ცხიამიან საკვებს მიირთმევთ
ცხიმიანი საკვების მიღებიდან ერთი საათის შემდეგ თქვენ უკვე იგრძნობთ შიმშილის შეგრძნებას. მოდით დავაკვირდეთ ერთი შეხედვით ჯანსაღ საკვებს: უცხიმო იოგურტი და მშრალი საკვები. სად არის ცხიმი? უმჯობესი იქნება, თუ 2%-იან იოგურტზე გადახვალთ ან საუზმეს ოდნავ თხილეულს დაუმატებთ. ოღონდ ბევრი არ უნდა მოგივიდეთ, თორემ შიმშილი შეგაწუხებთ მარტვად.
4. არასაკმარისი საკვები
მიუხედავად იმისა, რომ ხილი ვიტამინებითა და მინერალებით არის სავსე შესაძლოა ის მაინც არ აღმოჩნდეს საკმარისი დილის კვებისთვის. ხშირად ადამიანები სახლიდან გამოსვლამდე უცებ მიირთმევენ ვაშლსა ან ბანანს და ჰგონიათ, რომ ეს არის საუზმე. თუ თქვენ არსად არ გეჩქარებათ უმჯობესი იქნება თუ 300-400 კალორიას მაინც მიიღებთ ყოველ დილას, იმისთვის, რომ დანაყრდეთ და ორგანიზმს ჯანმრთელობა შეუნარჩუნოთ.
5. გვიან ჭამთ
ამბობენ, რომ გაღვიძების შემდეგ ჭამამდე ერთი საათი მაინც უნდა გავიდეს, თუ ეს შესაძლებელია რა თქმა უნდა. რაც უფრო დიდხანს იცდის ადამიანი მით უფრო შივდება და ერთი სტანდარტული საუზმეც არ აკმაყოფილებს. დაიმახსოვრეთ: საუზმე ადამიანს მთელი დღის განამვლობაში ხდის უფრო ენერგიულს.