ზაფხულის ფერადი, თბილი დღეები მიიწურა და ჩვენი ყოველდღიურობაც ნელ-ნელა შემოდგომის ყვითელ, ცივ ამინდებს ეგუება. ამინდებთან ერთად შევცვალეთ სამოსი და კვების რაციონი - მოვიხვიეთ თბილი კაშნეები და უარი ვთქვით ნაყინზე, რათა დაგვეცვა ჩვენი ჯანმრთელობა. თუმცა აღმოჩნდა, რომ სწორედ ჯანმრთელობისთვის გვესაჭიროება ნაყინით დანაყრება. იმის დასამტკიცებლად, რომ დესერტის ეს სახეობა ყველა სეზონთან ადაპტირდება გვაქვს სამი ძირითადი საბუთი:
1. ნაყინი ლანჩის მაგივრად - უფრო სასარგებლო ვიდრე სენდვიჩი
ბუტერბროდისგან განსხვავებით ნაყინი აგრილებს ორგანიზმს და მისი მონელებაც უფრო მარტივია. სადილის მაგალითი: ბოსტნეულისა და კვერცხის მსუბუქი სალათი, დესერტად კი კრემისებრი ნაყინი (სულ რაღაც 360 კალორია). დანაყრების კიდევ ერთი საშუალებაა ხილის სალათი ნაყინის ოთხი ბურთულით (350 კალორია).
შეგახსენებთ, რომ მთავარია სწორად შეარჩიოთ ნაყინი.
2. ნაყინი უფრო მარტივად აქრობს შიმშილის შეგრძნებას ვიდრე ჭიქა წყალი
ნაყინი - ეს საჭმელია, მაგრამ ასევე არის სითხეც. წყლის პროცენტულობა ნაყინში 56-75%-ია. ნაყინის ჭამისას ორგანიზმი ზაფხულში აუცილებელ სითხეს იღებს. წყურვილის მოსაკლავად საუკეთესო საშუალებაა - ხილის ნაყინი და ყინული. ეს დესერტი ასევე შეიცავს სასარგებლო მინერალებს. ამას გარდა, მასში მხოლოდ 80 კოლორიაა.
3. ნაყინი გვაბედნიერებს
ლონდონის ფსიქიკური ინსტიტუტის მეცნიერთა კვლევების მიხედვით ნაყინი გვაბედნიერებს! საკმარისია მხოლოდ ერთი კოვზი იმისთვის, რომ ორგანიზმში ქიმიური მექანიზმი ჩაირთოს, რომელიც ტვინში სიამოვნების ცენტრებს აკონტროლებს. მას ისეთივე გავლენა აქვს, როგორიც საყვარელი მუსიკის მოსმენას. ასევე სასიამოვნო ემოციებს აკონტროლებს კონსისტენცია, ტემპერატურა და ენაზე დნობის შეგრძნება, რომელიც მრავალსენსორულ შეგრძნებას გვიტოვებს.