ჟიზელი ფერმერების ოჯახში გაიზარდა, სწორედ ამიტომ მოდელი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. მის სამზარეულოს მაგიდაზე მხოლოდ ფერმის პროდუქტები დევს. ჟიზელის აზრით ადამიანების ჯანმრთელობისთვის სეზონურ ხილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
„მე ვცდილობ ჩემს შვილებშიც მსგავსი მიდგომა ჩამოვაყალიბო, რადგან მათ ესმოდეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. სწორედ ამიტომ ჩვენ ერთად ვთესავთ ხოლმე სხვადასხვა ხილსა და ბოსტნეულს. ჩემს შვილებს კარგად ესმით, რომ ზამთარში მარწყვი არ ხარობს."
ჟიზელი მუდამ ახალი პროდუქტით იკვებება: ბოსტნეული, ხილი, მწვანილი, ლეგამი და კვერცხი. ჟიზელის ოჯახს რამდენიმე კულინარიული საიდუმლოც აქვს, რომლებიც საკვებს განსაკუთრებულ გემოს აძლევენ, თუმცა თავის კულინარიულ შესაძლებლობებზე მოდელი ამბობს:
„რა თქმა უნდა, მე არ ვარ მზარეული, მაგრამ მარტივ კერძებს ადვილად ვამზადებ. განსაკუთრებით ხახვითა და ნიორით მიყვარს საჭმელების გაკეთება, რადგან ეს ორი ინგრედიენტი ნებისმიერ კერძს აძლევს თავისებურ გემოს.“
ჟიზელის აზრით, საუკეთესო რეცეპტი, რომელიც მას დედამ დაუტოვა ბოსტნეულის სუპია ქათმით, ამ კერძზე მისი შვილებიც გიჟდებიან. კერძის საიდუმლო კი შემდეგში მდგომარეობს: მანამდე სანამ ქათმის ბულიონს დაამზადებთ, აუცილებელია, რომ ქათამი ნიორთან და ხახვთან ერთად შეწვათ.
ინგერდიენტები:
1. 2 ქათმის ფილე
2. 3 ჭიქა ქათმის ბულიონი
3. 1 ბოლოკი
4. 2 პომიდორი
5. 2 კარტოფილი
6. 1 სტაფილო
7. 2 თავი ხახვი
8. 2 კბილი ნიორი
9. 2 ჩაის კოვზი ხმელი ოგანგანი
10. 2 ჭიქა ლიმონის წვენი
11. 3 ჩაის კოვზი მარილი
დაჭერით ხახვი, ნიორი და დაყარეთ ტაფაზე, დაამატეთ ქათამი და შეწვით 5 წუთის განმავლობაში, დაამატეთ 3 ჭიქა წყალი და ხარშეთ 20 წუთი, შემდეგ დაჭერით ქათმის ფილე პორციებად და დააბრუნეთ ქვაბში. სუპში ჩაყარეთ დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო, ბოლოკი და ხახვი, მოურიეთ ბულიონს და საშუალო ცეცხლზე ნახევარი საათის განმავლობაში ადუღეთ. შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი, ოგანგანი და მარილი და ხარშეთ იქამდე, სანამ არ მიხვდებით, რომ კერძი მზადაა.
ბოსტნეულის სუპს ქათმით შეგიძლიათ დაუმატოთ არაჟანი, ზეითუნის ზეთში დაბრაწული პურის ნაჭერი ან ორცხობილა.