ყველას გვაქვს ჩვენი საყვარელი კერძი, რომლის ჭამაზეც უარს არასდროს არ ვამბობთ. არც ცნობილი ადამიანები არიან ამ მხრივ გამონაკლისები და შესაძლოა თქვენი და თქვენი საყვარელი ვარსკვლავის გემოვნება ერთმანეთს ემთხვეოდეს კიდეც, ამის გასარკვევად კი გთავაზობთ ათი ცნობილი ადამიანის საყვარელი კერძების ჩამონათვალს და საინტერესოა ამოიცნობთ თუ არა თქვენს ფავორიტ კერძს ამ სიაში.
1.
ჯიმი ფელონსთვის კიმჩი არასდროს არ არის საკმარისი, ყველაზე მეტად კი მაიონეზს ვერ იტანს.
2.
ბიონსე ამბობს, რომ პიცა მისი „საყვარელი სიამოვნებაა“, მას იმდენად უყვარს პიცა, რომ ერთხელ პიცის პრინტიანი სამოსიც კი ეცვა.
3.
ჯენიფერ ენისტონს სახლში გაკეთებული ნაჩოსი უყვარს და ხშირად თვითონაც იმზადებს ხოლმე ამ კერძს.
4.
ელენ დეჯენერესის საყვარელი კერძი პასტა არაბიატაა.
5.
ჯასტინ ტიმბერლეიკს კი ლობსტერის პასტა უყვარს.
6.
ბრიტნი სპირსს იმდენად უყვარს შოკოლადი, რომ ის ამ ტკბილეულს ორგაზმს ადარებს.
7.
რიანასთვის გპასტა გამორჩეული კერძია, ის ერთდროულად სხვადასხვა სახის პასტასაც უკვეთავს ხოლმე.
8.
ქეით მიდლტონს წებოვანი კარამელის პუდინგი უყვარს, რომელსაც სამეფო მზარეული ამზადებს.
9.
სკარლეტ იოჰანსონი საკუთარ თავს ბუფალოს ქათმის ფრთებზე დამოკიდებულ ადამიანად მიიჩნევს.
10.
კენდალ ჯენერისთვის პირველ ადგილზე საჭმელებში ბურგერია, მეორე და მესამე ადგილებს კი ბლინები და პიცა ინაწილებენ.