საუზმის ხსენებაზე ადამიანთან უმრავლესობას ომლეტი, ყავა და კრუასანი ან სიმინდის ფანტელები ახსენდება - საუზმისთვის ეს კერძები ძალიან კომფორტულია, რადგან ახალ გაღვიძებულზე მსუყე საკვები ძირითადად არ უყვართ. ეს მიდგომა ჯანმრთელობისთვისაც კარგია, თუმცა იმისთვის, რომ ერთფეროვანი საუზმით არ მოგიწიოთ ყოველი დილის დაწყება გასწავლით რამდენიმე მარტივ კერძს, რომლითაც დილის რაციონის გახალისებას შეძლებთ.
ფრიტატა თინუსთან ერთად
ინგრედიენტები:
30 გრამი დაკონსერვებული თუნესი
15 გრამი წითელი ხახვი
20 გრამი კენიის ლობიო
30 გრამი პომიდორი ჩერი (შიგთავსის გარეშე)
3 ქათმის კვერცხი
20 გრამი მდოგვის სოუსი
ზეითუნის ზეთი
ოხრახუში, კამა, ქინძი
ჭარხალი
მარილი
წიწაკა
მომზადების წესი
ვიღებთ 200 გრამ კვერცხის ცილას, ვუმატებთ პომიდორს და ლობიოს. 5 წუთის განმავლობაში ვწვავთ თინუსს და ხახვს, შემდეგ კი ვასხამთ კერძში, შემდეგ ვუმატებთ კვერცხს, ღუმელში ვათავსებთ 10-15 წუთის განმავლობაში. ფრიტატას ვდებთ თეფშზე და დანარჩენი ინგრედიენტების საშუალებით ვაფორმებთ ლამაზად.
შემწვარი კვერცხი ბეკონით და ყველის სოუსით
ინგრედიენტები:
30 გრამი ტოსტის პური
60 გრამი მწვანე სატაცური
40 გრამი მოხარშული შებოლილი ბეკონი
50 გრამი პომიდორი
1 ქათმის კვერცხი
ყველის სოუსი
ზეითუნის ზეთი
მარილი
წიწაკა
მომზადების წესი
ყველა ინგრედიენტი მზადდება ცალ-ცალკე. პური შეწვით ზეთთან ერთად, ბეკონი გრილზე, კვერცხი მდუღარე წყალში უნდა მოიხარშოს. სატაცურის მოხარშვა დამარილებულ წყალშია აუცილებელი.
როდესაც კერძს მოამზადებთ დაამატეთ ორი პომიდორი.
შვრიის ფანტელები მწვანე ვაშლით
ინგრედიენტები:
75 გრამი შვრიის ფანტელები
150 გრამი რძე
100 გრამი მწვანე ვაშლი
ვაშლის ჩიპსები
დარიჩინი
კარაქი
თაფლი
მარილი
შაქარი
მომზადების წესი
როგორც ნებისმიერი სახლში მომზადებული ფაფა, შვრიის ფანტელები მზადდება რძესთან ერთად. როდესაც ფაფა მზად იქნება, დაიწყეთ დაჭრილი ვაშლის შეწვა, მეტი არომატულობისთვის დაუმატეთ თაფლი და დარიჩინი. ვაშლის ჩიფსებით გააფორმეთ კერძი და რა თქმა უნდა, ფაფა კარაქის გარეშე არ არსებობს, ამიტომ დაუმატეთ ცოტა კარაქიც.