ბუკინგემის სასახლეში ყველაფერი პროტოკოლის მიხედვით განისაზღვრება, მათ შორის მენიუ, რომელსაც დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი სტუმრებს სთავაზობს ხოლმე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინგლისის დედოფალი ელიზაბედ მეორე დღეს შამპანურთან ერთად იწყებს. როგორც მონარქის ყოფილი შეფ-მზარეული რარენ მაკგრეიდი ირწმუნება დილაობით დედოფალი მსუბუქ საკვებს ანიჭებს უპირატესობას.
დედოფლის ყოფილი შეფ-მზარეული ჰყვება, რომ ელიზაბედ მეორის საუზმე სულაც არ განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანის საუზმისგან. მონარქი დილას სიმინდის ფანტელებით იწყებს და რამდენად უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ამისთვის ფაიფურის თეფშს სულაც არ იყნებს - დედოფალს საუზმის მირთმევა ჩვეულებრივი პლასტიკური კონტეინერის საშუალებით უყვარს. სიმინდის ფანტელების შემდეგ კი თვითონ იმზადებს რამდენიმე ჭიქა ჩაის.
დედოფლის საყვარელი დესერტი შავი შოკოლადია. ყველაზე მეტად კი ნიორს ვერ იტანს, როგორც მაკგრეიდი ამბობს ელიზაბედს მისი სუნიც კი აღიზიანებს.
სამეფო კარზე მუშაობისას მზარეული კვირაში რამდენჯერმე უგზავნიდა მის უდიდებულესობას მენიუს და დედოფალი მენიუში იმ კერძს ნიშნავდა, რომლის ჭამაც არ სურდა. თუმცა ეს მხოლოდ ჩვეულებრივ დღეებს შეეხება, სხვადასხვა მიღებებისა და ბანკეტების დროს კი დედოფალი ძირფესვიანად სწავლობს მენიუს და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევს შეფ-მზარეულს კერძების მომზადების უფლებას. დედოფალს ძალიან უყვარს საზაფხულო მიღებები, როდესაც ის სასახლის ეზოში სტუმრებს ჩაით, ნამცხვრებითა და ნაყინით უმასპინძლდება. ელიზაბედი თვითონ აკონტროლებს, რომ მომზადებული კერძების რაოდენობა ყველა სტუმრისთვის საკმარისი აღმოჩნდეს.
პრინცესა დიანას სიცოცხლეში მაკგრეიდი მისთვისაც ამზადება კერძებს, როგორც მზარეული ამბობს ხანდახან დიანა უბრალოდ აუქმებდა სამეფო სადილს და შვილებთან ერთად მაკდონალდსში მიდიოდა საჭმელად.