ღამის საათებში შიმშილის შეგრძნება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოცდილებაა ჩვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჭამისა და საკუთარი სხეულის სიყვარულს შორის არჩევანის გაკეთება გვიჭირს და არც ძლიერი ნებისყოფა გვიმაგრებს ზურგს იმისთვის, რომ უარი ვთქვათ საყვარელ საკვებზე. ჩვენი ნებისყოფა ჭამის სიყვარულთან ბრძოლისას კიდევ უფრო სუსტდება თუ გვიან გვიწევს სახლში დაბრუნება და ისედაც დაღლილებს ერთადერთ ნავსაყუდელად სამზარეულო გვეჩვენება, სტრესისგან გათავისუფლებისთვის კი საწოლამდე მისასვლელი გზა სწორედ ჩვენს სავსე კუჭზე გადის. თუ თქვენთვის ეს სიტუაცია ნაცნობია, მაშინ შეგიძლიათ გაბედნიერდეთ, რადგან არსებობს საკვები, რომლის ძილის წინ მირთმევაც სავსებით არ აღიბეჭდება თქვენს სხეულზე.
შემწვარი ვაშლი
რატომ მაინც და მაინც შემწვარი ვაშლი? პასუხი მარტივია! უმი ვაშლის ჭამა აძლიერებს თქვენს მადას, საკმარისია მიირთვათ ნებისმიერი ხილი, რომ თქვენი კუჭი დამატებით საკვებს მოგთხოვთ. ასე, რომ გაცილებით უკეთესია, თუ ვაშლს მიკროტალღურ ღუმელში შეწვავთ და ცოტა თაფლს დაამატებთ, რადგან ეს საკვები მოგიხსნით შიმშილის შეგრძნებას და ვაშლის შემადგენლობა ნებისმიერ მდგომარეობაში დაგეხმარებათ კარგად გამოძინებაში.
სოკო
თუ სოკოს კერძს ყველა წესის დაცვით მოვამზადებთ, შესაძლოა მივიღოთ უგემირელესი დიეტური კერძი. თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ დაკონსერვებულ სოკოებთან - ამ პროდუქტის დიდი რაოდენობით მომზადებამ შეიძლება არც თუ ისე კარგი აღმოჩნდეს თქვენი ღვიძლისთვის.
ნუში
თხილეული გემრიელთან ერთად ძალიან სასაგებლოცაა თქვენი ორგანიზმისთვის, ამიტომ ეს სასუსნავი სავსებით გამოსადეგარია საღამოს კვებისთვის. ათი ცალი ნუშის მარცვალი არა მარტო დაგეხმარებათ შიმშილის შეგრძნების შემსუბუქებაში, არამედ თქვენს ორგანიზმს ვიტამინი В-ით და მაგნიუმითაც შეავსებს. თუმცა იყავით ყურადღებით: მიუხედავად იმისა, რომ თხილეული ძალიან სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისთვის, ის ძალიან კალორიულიცაა, ასე რომ შეეცადეთ ბევრი არ მოგივიდეთ.
ქათმის ფილე
ყველასთვის ცნობილია, რომ ხორცის ტიპი დიეტისთვის დასაცავად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რადგან ის შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმებს, რაც სწრაფად და მარტივად აქროს შიმშილის შეგრძნებას ისე, რომ სულაც არ გიწევთ ბევრი ცხიმის მიღება. ღუმელში შემწვარი ან ცოტა მარილით მოხარშული ქათმის ფილეში ცხიმი თითქმის არ არის. ასე, რომ თუ თქვენ შუაღამისას ხორციანი ბუტერბროდის მირთმევა მოგინდებათ, ჩაანაცვლეთ ძეხვი ქათმის ფილეთი.
ფაფა
ფაფა არაჩვეულებრივი გზაა შიმშილის შეგრძნების გასაქრობად, როგორც დღისით ასევე ღამითაც. თუმცა ფაფის მომზადება ცხიმიან რძესთან ერთად საკმაოდ კალორიულ კერძს ქმნის, ამიტომ მოამზადეთ ის წყლის დახმარებით, მარილისა და შაქრის გარეშე, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ თქვენი სხეულის ფორმების შენარჩუნებას ისე, რომ თან დანაყრებული იყოთ.